workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ნაპოლიმ” კუკურელიას შესახებ გავრცელებული ჭორები ოფიციალურად უარყო

“ნაპოლიმ” კუკურელიას შესახებ გავრცელებული ჭორები ოფიციალურად უარყო

“ნაპოლიმ”, სოციალური ქსელის მეშვეობით, “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფ მარკ კუკურელიასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ჭორები ოფიციალურად უარყო.

კერძოდ, გასულ კვირაში, “ხეტაფეს” პრეზიდენტმა, ანხელ ტორესმა, განაცხადა, რომ “ნაპოლის” კუკურელიას შეძენა სურს და იტალიური კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, მას “სამ დღეში ერთხელ” ურეკავს. მის სიტყვებს Marca ციტირებს.

თუმცა “ნაპოლიმ” ტვიტერის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია უარყო:

“ეს სიცრუეა, ყალბი ცნობა. დე ლაურენტისმა არც კი იცის, თუ ვინ არის “ხეტაფეს” პრეზიდენტი და მასთან კუკურელიას შესახებ არასდროს უსაუბრია”.

მარკ კუკურელია “ხეტაფეში” იჯარის წესით თამაშობს. მადრიდიელებს მისი 6 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვთ, რაც “ბარსელონასთვის” ფეხბურთელზე უფლებების დაკარგვას ნიშნავს. ასეთ შემთხვევაში, კატალონიელები კუკურელიას მომდევნო ტრანსფერიდან 40%-ს მიიღებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward