workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მეტი, ვიდრე “ოცნების გუნდი” !

მეტი, ვიდრე “ოცნების გუნდი” !

მოგესალმებით ძვირფასო გულშემატკივრებო ! ამ სტატიაში მსურს ერთგვარი მიმოხილვა გავაკეთო მიმდინარე სეზონისა და აღვწერო ფინალისკენ მიმავალი გზა. დამეთახნმებით, რომ გუნდი, რომელიც გადის ჩემპიონთა ლიგის ფინალში და გზად “იშორებს” ისეთ გუნდებს, როგორებიცაა “არსენალი”, “შახტარი”, “რეალი”, ნამდვილად ღირსია ყველაფრისა. ამიტომაც დღევანდელი “ბარსელონა” უფრო ძლიერია, ვიდრე იოჰან კრუიფის “ოცნების გუნდი”.

 

სტატიის დაწერა გადავწყვიტე იმ ვიდეოს ნახვის შემდეგ, რომელსაც სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ. ჩემი აზრით, შეუძლებელია ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ძარღვებში სისხლი არ აგიდუღდეს, უფრო მეტად არ უგულშემატკივრო გუნდს, გუნდს კი არა რაღაც ისეთს, რასაც ჯერ სახელი ვერ მოუფიქრეს.. მოკლედ “ბარსელონას”. უცხო პლანეტებიდან ჩამოსული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც დედამიწას აზანზარებს !!!

 

მიმდინარე სეზონი, მართლაც რომ, ბრწყინვალეა კლუბის ისტორიაში. თითქოს ყველაფერი საათივითაა აწყობილი. “ბარსელონა” გვაბრუებს საკუთარი თამაშის სტილით. ნუთუ შესაძლებელია, რომ ფეხბურთელმა ზურგით იგრძნოს რას აპირებს თანაგუნდელი და გაუკეთოს პასი ისე, რომ საერთოდ არც კი შეხედოს მას? დღეს ყველა ამ კითხვაზე პასუხი ნათელია–ეს “ბარსელონაა” ! 2010/2011 წლების სეზონში ვიხილეთ შესანიშნავი კომბინაციები, გუნდის ერთიანობა, უმაღლესი კლასის ინდივიდუალიზმი, მოედნის ხედვა, ზუსტი პასი, ფანტასტიური გოლები… მერამდენედ უნდა ვთქვა, მაგრამ რა ვქნა? არ შემიძლია “ბარსას” გარეშე, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ეს კლუბი რომ არ იყოს როგორი იქნებოდა მსოფლიო ფეხბურთი.

 

ქება “ბარსელონასა” და მის ფეხბურთელებს

 

კრიშტიანო რონალდო: “ბარსელონა” ფანტასტიური გუნდია. დაკომპლექტებული ფანტასტიური ფეხბურთელებით… ჰმმმ.. ჩემი აზრით, ეს “ოცნების გუნდია”.

 

მიქაელ ლაუდრუპი: “რითია გამორჩეული დღევანდელი “ბარსელონა? იგი უმაღლესი დონის ფეხბურთს აჩვენებს, ხოლო კლუბის სტრუქტურა კარგადაა ორგანიზებული”.

 

დეიგო მარადონა: “ბარსელონა” დღესდღეობით უდაოდ საუკეთესო კლუბია მსოფლიოში”.

 

სანდრო როსელი: “ბარსელონაში” მთავარი მხოლოდ მოგება არაა, მნიშვნელოვანია თუ როგორ მიაღწევენ ამას”.

 

რონალდინიო: “ახლა ვფიქრობ, რომ კატალონიურ კლუბში გავატარე ჩემი კარიერის საუკეთესო წლები. “ბარსელონა” მსოფლიოს უძლიერესი კლუბია და მე მთელი გულით მიყვარს ის”.

 

არსენ ვენგერი: “მესი ჩემთვის იდეალური ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ ყველა ის თვისება აქვს, რაც მაღალი დონის ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს. ის უცხო პლანეტიდანაა მოსული. შეხედეთ მის ციფრებს და ქედი მოიხარეთ ლეოს წინაშე!”

 

ხულიო გრონდონა: “მესი საუკეთესო ათიანია არგენტინის ისტორიაში”.

 

ვიქტორ ვალდესი: “მესიმ შეძლო და ვარსკვლავებით დახუნძლულ გუნდში ყველაზე მეტად გაიბრწყინა, ეს კი მის უნიკალურობას კიდევ ერთხელ ადასტურებს”.

 

დელ ბოსკე: “ჩავი უნიკალური ადამიანია. იგი “ბარსაშიც” და ესპანეთის ნაკრებშიც გუნდის ტვინია”.

 

ხოსეპ გვარდიოლა: ”მესი, ჩავი და ინიესტა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან. მე ვამაყობ თითოეული ჩემი ფეხბურთელით”.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=pxtv3_bTOdY]

 

ვიდეოს გადმოწერა !!!

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward