ფეხბურთს ფრანგმა ლეგენდამ, ტიერი ანრიმ, “ბარსელონაში” გატარებული დრო გაიხსენა და განაცხადა, რომ მისთვის “არსენალში” თამაში უფრო ადვილი იყო, ვიდრე კატალონიურ კლუბში.
“არსენალში” იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა. შემეძლო, ყველგან მეთამაშა შეტევაში, ჩავსულიყავი მოედნის ცენტრში, ამომეტანა ბურთი, გადავსულიყავი მარჯვნივ და მარცხნივ. ლონდონურ კლუბში თამაში ბევრად უფრო ადვილი იყო, რადგან იქ დენის ბერგკამპი და ნვანკუ კანუ იყვნენ. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ “არსენალს” დავტოვებდი, მაგრამ ეს გავაკეთე.
“ბარსელონაში” სხვა ფეხბურთი იყო. “ბლაუგრანაში” თამაშის ახალ სტილს უნდა შევგუებოდი. ფრანკ რაიკაარდი მხოლოდ მარცხენა ფლანგზე თამაშს მთხოვდა. შემდეგ გვარდიოლა მოვიდა. პეპი, უპირველეს ყოვლისა, საოცარი მწვრთნელია, მაგრამ ის ძალიან მომთხოვნია. მასთან ერთად, ფაქტობრივად, ჭადრაკს თამაშობ”, – ციტირებს ანრის სიტყვებს Goal.
ტიერი ანრი “ბარსელონაში” 2007-2010 წლებში ირიცხებოდა.
ბოლომდე არ გამოუყენებია ბარსას ანრის პოტენციალი,მარა მეტი საჭიროც არ იყო, ყველა თავის საქმეს აკეთებდა სუფთად და ლამაზად.გასათვალისწინებელია ანრის ასაკიც (30 წელი) როცა ბარსაში გადმოვიდა, ასე რომ ძაან მაგარი ტრანსფერი იყო მიუხედავად იმისა რომ n რაოდენობის გოლი არ გაუტანია
ანრი რაღაც სხვაიყო უკლასნესი
და მესამე როგორ დამთავრდა.
პეპი იგებდა კუ და ეტლი ააცალა დებიუტშივე, და ამან მოიმიზეზა კაი გავიქეცი ცხვრები მყავს დასამწყემსიო, სხვა დროს იყოსო :დ
გვარდი ფეხბურთის სიამაყეა, მესი – ღირსება!!!
და მესამე როგორ დამთავრდა.
პეპი არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა გამოიყენო საჭადრაკო ცოდნა რეალობაში (ამ შემთხვევაში ფეხბურთში) პ.ს. პეპს და სეტიენს აქვთ ნათამაშები და პეპმა მოუგო 3 დან 2 ჯერ შამათით:დ