ჰოლანდიელთა ეპოქა "ბარსელონაში"

ჰოლანდიელთა ეპოქა "ბარსელონაში"

ძალიან ბევრ ფეხბურთელს უთამაშია "ბარსელონაში" სხვადასხვა ეროვნებისა, ყოველთვის ყველაზე გამორჩეულნი ესპანელებთან ერთად ბრაზილიელები და ჰოლანდიელები იყვნენ. ბოლო მათგანთან წვრილი "ბარსელონას" განვითარებაში ძალიან დიდია, ჯერ მარტო იოჰან კრუიფი რად ღირს "ბარსელონასთვის" და მთლიანად ფეხბურთის სამყაროსთვის. მოგეხსენებათ, გუნდს ახალი ჰოლანდიელი ჰყავს იბრაჰიმ აფელაი, ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ აქამდე "ბარსელონაში" მოთამაშე ჰოლანდიელთა სია, რომლებიც რაღაც ნიშნით გამორჩეულნი იყვნენ თავის ეპოქაში.

1. იოჰან კრუიფი (1973–78)

პირველი ჰოლანდიელი, შეიძლება ითქვას პირველი და განუმეორებელი. იოჰანი ეს სახელი კატალონიურ გრანდთან ასოცირდება. იგი გუნდში 1973 წელს მოვიდა და კლუბში 5 წელი დაჰყო. იყო გუნდის გამორჩეული ლიდერი, საოცარი ვინგერი, სწრაფი, ტექნიკური უძლიერესი დარტყმის მქონე და ა.შ. მან 227 მატჩი ჩაატარა და 83 გოლის გატანაც მოახერხა. იგი 90 წლებიდან მოყოლებული აქტიურად იღებდა მონაწილეობას "ბარსელონას" მართვაში. ეხმარებოდა კლუბის პრეზიდენტს, მწვრთნელს, ერთი სიტყვით იყო მრჩეველი და გუნდის სული და გული. 1988 წლიდან იგი "ბარსელონას" მწვრთნელად დაინიშნა, მან ძალიან დიდი ნაბიჯი გადაგდა "ლურჯ –შინდისფერთა" წარმატებაში. პირველი მოგებული ლიგა და "დრიმ ტიმი", რომელიც თითოეული ადამიანისათვის საოცრება იყო. მაშინდელი ფეხბურთის "ღმერთები", რომლებსაც მფრინავი ჰოლანდიელი წვრთნიდა. გახსნილი ფეხბურთი, ტოტალური ფეხბურთი, სილამაზე, დრამატიზმი და ა.შ ეს ყველაფერი კრუიფთან ასოცირდება. სწორედ დღემდე იგი "ბარსელონას" მნიშვნელოვან ფიგურად რჩება, გვარდიოლას მესაიდუმლე, სწორედ იოჰანია.

2. იოჰან ნეესკენსი (1974 – 79)

იოჰან ნეესკენსი, ფეხბურთელი, რომელიც მოვიდა კატალონიურ კლუბში "აიქსიდან", მას "ბარსელონაში" იოჰან მეორესაც უწოდებდნენ. მეორე ჰოლანდიელი იმ დროინდელ "ბარსელონაში". მათი ეპოქები დაემთხვა ერთმანეთს, იმ დროინდელ "ბარსელონას" "ნარინჯისფრები" ლიდერობდნენ. 1979 წელს იგი ოკეანს იქით წავიდა სათამაშოდ.

2006 კი კვლავ დაუბრუნდა "ბარსელონას", როგორც ტექნიკურ შტატში მომუშავე. მას დღეს აღარანაირი კავშირი აღარ აქვს "ბარსელონასთან".

3. დანი მიულერი (1988)

დანი მიულერის კარიერა "ბარსელონაში" არ აეწყო, იგი კატალონიურ კლუბში 1988 წელს მოვიდა,  28 მატჩი ითამაშა 2 გოლიც აღნიშნა და იმავე წელს დაბრუნდა თავის სამშობლოში, ანუ ჰოლანდიაში, საიდანაც იგი წამოვიდა "ბარსელონაში".

4.რონალდ კუმანი

რონალდო კუმანი, ადამიანი დაცვა და ადამიანი თავდასხმა. ისტორიას, არ ახსოვს მისნაირი შედეგიანი ფეხბურთელი, რომელიც უკანა ხაზზე თამაშობდა. იგი "ბარსელონაში" არა "აიაქსიდან" მოვიდა", როგორც კრუიფი და ნეეკსენსი არამედ "პსვ ეინდჰოვენიდან". იგი იყო მთავარი შემოქმედი და დამრტყმელი ძალა "დრიმ ტიმისა". კრუიფი მას განსაკუთრებით ენდობოდა. მან 345 მატჩში 102 გოლის გატანა შეძლო, ასეთი შედეგი ზოგ ფორვარდსაც შეშურდებოდა. კუმანი განსაკუთრებით კარგად ურტყავდა ჯარიმებს, ერთგულ გულშემატკივარს, მისი ჯარიმები არასდროს დაავიწყდება. იგი ნამდვილი "კატალონიური სულის" ადამიანი იყო.

1998 – 99 წლებში მუშაობდა "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბში.

5. რიხარტ ვიტჩგე (1991 – 93)

კრუიფის მწვრთნელობის დროს "ბარსელონაში" ჭარბობდნენ ჰოლანდიელი ფეხბურთელები.ერთ–ერთი იყო რიხარტ ვიტჩგე, რომელიც "აიაქსის" სკოლის აღზრდილია, სწორედ ამ კლუბიდან გადაბარგდა ლურჯ–შინდისფერთა გუნდში. მან 40 მატჩი 2 გოლის გატანა მოახერხა. (სურათზე ყველაზე მარჯვნივ).

6.იორდი კრუიფი (1993 – 96)

იორდი "ბარსელონაში" "აიაქსიდან" გადაბარგდა 1993 წელს. იგი კრუიფის ეპოქაში თამაშობდა, 41 მატჩში 11 ბურთი გაიტანა. მან 3 წელიწადში თავისი კარიერა დაასრულა "ბარსელონაში". 96 წელს არამარტო მისი არამედ იოჰან კრუიფის ეპოქაც დასრულა "ბარსელონაში".

7.მიქაელ რაიციგერი (1997 – 2004)

ერთ– ერთი საუკეთესო მცველი მე–20 საუკუნის და 21–ე საუკუნის დასაწყისში ჰოლანდიელთა რიგებში. იგი ბობი რობსონის დროს მოვიდა "ბარსელონაში" და 173 მატჩიც ჩაატარა, მან გუნდი ფრანკ რაიკაარდის დროს დატოვა 2004 წელს.

8. რუუდ ჰესპი (1997–2000)

ეს მეკარე ერთადერთია ჰოლანდიელ მეკარეთა შორის. იგი ლუის ვან გაალის დროს მოვიდა. იმისდა მიუხედავად, რომ მისი ასაკი 32 წლისა იყო, იგი "ბარსელონას" შეუცვლელ ფიგურად და მეკარედ იქცა, თუმცაღა მეკარისათვის წლოვანებას არცთუ დიდი მნიშვნელობა აქვს. მან 93 მატჩი ჩაატარა კატალონიელთა რიგებში.

9.ვინსტონ ბოგარდ (1997–2000)

ლუის ვან გაალის დროსაც, "ბარსელონაში" ჭარბობდნენ ჰოლანდიელები, ერთ–ერთი მათგანი იყო ბოგარდი, რომელიც სწორედ ვან გაალის დაჟინებული თხოვნით იქნა გადაყვანილი კატალონიურ კლუბში. იგი გუნდს კარგად შეეწყო, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შეძლო "გაფურჩქვნა". მან 41 მატჩი ჩაატარა და 4 გოლიც გაიტანა. 2000 წელს კი ლონდონის "ჩელსიში" გადაბარგდა.

10. ბუდევეინ ზენდენ (1998 – 2001)

ზენდენი "პსვ ეინდჰოვენში" თამაშობდა, 1998 წელს მან საუკეთესო სეზონი ჩაატარა და ჰოლანდიის წლის ფეხბურთელადაც დასახელდა. იგი "ბარსელონაში" მიიწვიეს, მაგრამ მისი კარიერა არ აეწყო. 3 წელიწადში მან დატოვა ესპანეთი და ინგლისში კერძოდ კი "სანდერლენდში" "გადასახლდა".

11. ფილიპ კოკუ (1998 – 2004)

ფილიპიც "ბარსელონაში" "პსვ ეინდჰოვენიდან" გადაბარგდა. მაგრამ ზენდენისგან განსხვავებით მისი კარიერა აეწყო "ბარსელონაში", იგი თავიდანვე შეიყვარეს "კულეებმა". ფილიპი სულ მალე კლუბის ეღთ–ერთ უმთავრეს ფიგურად იქცა ნახევარდაცვაში. მან 205 მატჩი ჩაატარა და 31 გოლის გატანაც მოახერხა. იგი 21–ე საუკუნის ყველაზე გამართლებულ ტრანსფერადაც დაასახელეს კატალონიაში, მაგრამ რაიკაარდის გეგმებს "ვერ მოერგო" და იძულებული გახდა კლუბი გამოეცვალა და სხვაგან გადაბარგებულიყო.

12. პარტიკ კლიუვერტი (1998 – 2004)

"საოცარი პატრიკი", "პატრიკგოლი" – სწორედ ეს სახელები შეარქვეს "კულეებმა" პატრიკს. იგი ერთ–ერთი ყველაზე გამართლებული ტრანსფერი გამოდგა ლუის ვან – გაალის ეპოქაში. მან 182 მატჩში 90 გოლი გაიტანა. იგი თამაშობდა იმდროინდელ "ბარსელონაში", რომელშიც თამაშობდნენ რივალდო, ლუიშ ფიგუ. იგი იყო ცენტრალური თავდამსხმელი, მაგრამ რივალდოს ტრავმის შემდეგ მისი პოზიცია შეიცვალა, იგი ხავიერ სავიოლას უკან თამაშობდა და უფრო მეტი მოძრაობა უწევდა, შეტევებს თვითონ ქმნიდა აგვირგვინებდა, ანდაც აგვირგვინებინებდა ხავიერს, რონალდინიოს მოსვლის შემდეგ კი იგი გახდა სუფთა წყლის ცენტრ– ფორვარდი.

6 წელიწადი მოღვაწეობის შემდეგ ესპანეთში იგი ინგლისში ალან შირერის გუნდში "ნიუკასლ იუნაიტედში" გადაბარგდა.

13. რონალდ დე ბურ (1999 – 2000), 14.ფრანკ დე ბური (1999–2003)

"ძმები "ბარსელონაში" ლუის ვან გაალის დაჟინებული თხოვნით. რონალდ და ფრანკ დე ბურები 1999 წელს გადაბარგნდნე "აიქასიდან" "ბარსელონაში" და ოჯახური დინასტია ესპანეთში განაგრძეს. რონალდის კარიერა არ აეწყო ლურჯ–შინდისფერთა შორის და იძულებული გახდა მეორე სეზონშივე დაეტოვებინა გუნდი, ხოლო ფრანკის კარიერა გაგრძელდა "ბარსელონაში", მაგრამ არც მისი წლები ყოფილა იღბლიანი "ბარსელონასთვის" და ზოგადად მისთვის. მან 2003 წელს დატოვა კლუბი.

15. მარკ ოვერმარსი (2000–2004)

არაერთი წელი მისი და ბერკამპის წყვილი მეფობნდნე ცენტრში არამარტო ინგლისში არამედ მთელს მსოფლიოში. ოვერმარსი ძალიან წარმატებული ფეხბურთელი იყო, სატრანსფერო ციებ – ცხელება მიმდინარეობდა, როდესაც ლორენცო სერა ფერერამ გადაიბირა მარკი "ბარსელონაში" 2000 წელს.

25 მილიონი ფუნტი, შეადგენდა მის სატრანსფერო ფანჯარას. 4 წელი დაჰყო მან "ბლაუგრანაში" 97  მატჩში 15 გოლის გატანა შეძლო.

16. ჯოვანი ვან ბრონხოშტი (2003 – 2007)

ჯოვანი ვან ბრონხოშტი ანუ უბრალოდ "ჯიო" სახელი, რომელსაც "კულეები" ეძახდნენ. იგი "ბარსელონაში" ფრანკ რაიკაარდის დროს მოვიდა, თამაშობდა იმდროინდელ "ბარსელონაში", რომელმაც მეორე ჩემპიონთა თასი მოიგო 2005/06 წლებში, როდესაც "არსენალი" დაამარცხეს 2:1. 2007 წელს იგი დაბრუნდა "ფეინოორდში", "ჯიო" იყო ბოლო ჰოლანდიელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა "ბარსელონაში", იბრაჰიმ აფელაის მოსვლამდე.

17.ედგარ დევიდსი (2004)

ფეხბურთელი, რომელიც "ბარსელონაში" 2003/04 სეზონში გადაბარგდა ტურინის "იუვენტუსიდან", მაგრამ მისი კარიერა "ბარსელონაში" არ აეწყო და მეორე სეზონსავე დატოვა კლუბი და კვლავ "სერია ა" – ს მიაშურა, ამჯერად "ინტერში" ჩაირიცხა.

18. მარკ ვან ბომელი (2005–2006)

მისი კარიერა "ბარსელონაში", როგორც დევიდსის, იყო ძალიან ხანმოკლე, მაგრამ განსხვავება დიდი იყო. მან ერთ წელიწადში მოასწრო და მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა. მან მეორე სეზონშივე დატოვა კლუბი და მიუხენის "ბაიერნში" გადაბარგდა.

19. იბრაჰიმ აფელაი (2011 – ...)

ამჟამად ბოლო ჰოლანდიელი ფეხბურთელი და ერთადერთი კატალონიურ გრანდში. იგი "ბარსელონურ" ცხოვრებას 2011 წლიდან შეუდგება, სწორედ ამ წელს შედგება მისი დებიუტი. წარმატება ვუსურვოთ ჰოლანდიელს, მისი კარიერა წარმატებული ყოფილიყოს "ბარსელონაში", რაც მთავარია ტიტულებით დახუნძლული.

როგორც ხედავთ, ჰოლანდიელთა როლი, "ბარსელონას" განვითარებაში ძალიან დიდია.

სტატია ნათარგმნია ბლოგიდან:"მეტი ვიდრე უბრალოდ კლუბი"

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.