15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლეო მესიმ “ბარსელონასთვის” პირველად გაიტანა. მისი დებიუტი კი 2004 წლის 16 ოქტომბერს, “ესპანიოლის” წინააღმდეგ, შედგა, როდესაც მატჩის 82-ე წუთზე, ფრანკ რაიკაარდმა იგი მოედანზე დეკუს ნაცვლად შემოიყვანა. პირველ გუნდში გატარებული 16 სეზონის განმავლობაში, მან 718 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 627 გოლი, 248 საგოლე გადაცემა, 505 გამარჯვება, 48 ჰეთ-თრიქი და 34 ტიტულია. პერიოდულად გვესმის ცნობა ლეოს წასვლის შესახებ. იგი ხან “რეალში” გადადის, ხანაც – “ინტერში”, თუნდაც პეპთან ინგლისში. მაგრამ ის დღესაც ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით გვევლინება (რა თქმა უნდა, ბოლო ორ თვეს თუ არ ჩავთვლით) და ჩვენს გაოცებას ასე აგრძელებს.
Sport გვთავაზობს ევროპის იმ გამორჩეულ ფეხბურთელებს, რომლებმაც მთელი საფეხბურთო კარიერა ერთი კლუბის რიგებში გაატარეს.
“მილანის” ლეგენდამ, პაოლო მალდინიმ, მშობლიურ კლუბში 25 სეზონი გაატარა, 1984/85 – 2008/09, მონაწილეობა 902 მატჩში მიიღო და 26 ტიტულის მფლობელიც გახდა.
გუნდის ერთგულებაზე პირველი ყველას ფრანჩესკო ტოტი გვახსენდება. “გლადიატორი” “რომაში”, მალდინის მსგავსად, 25 სეზონი ირიცხებოდა, 1992/93 – 2016/17. რომაულ კლუბში მან 785 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 307-ჯერ აიღო.
მათ მოჰყვება რაიან გიგზი, რომელმაც “მანჩესტერ იუნაიტედში” 24 სეზონი დაჰყო, 1990/91 – 2013/14. 927 მატჩში უელსელმა 35 ტიტულის მოგება შეძლო.
რაც შეეხება ლეოს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის “ბარსელონაში” 25 სეზონის განმავლობაში იქნება. იგი ივნისში 33 წლის ხდება და მალდინისა ტოტის შედეგის გასაუმჯობესებლად კიდევ 10 წელი სჭირდება. არავინ იცის, როდის დადგება დღე, როდესაც მესი წავა. ეს შესაძლოა, ბარსელონაში ან როსარიოში მოხდეს, მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, რომ არგენტინელი თავისი კარიერის მთავარ წლებს მხოლოდ იმ კლუბს აჩუქებს, რომელთან ერთადაც მსოფლიო ფეხბურთი დაიპყრო.
აგრეთვე, “ბარსელონაში” დაწყებული და დასრულებული კარიერით კარლეს რეშაკი (16 სეზონი), კარლეს პუიოლი (16 სეზონი) და სალვადორ სადურნი (15 სეზონი) გამოირჩევიან.
ხო მარა კარიერა სხვაგან დაასრულეს. ნუ ინიესტა დღესაც თამაშობს
20 ამდე დაამრგვალებს.
16 სეზონი იყვნენ ჩავი და ინიესტაც
ბარსაში უნდა დაასრულოს კარიერა ლომმა