პირველი ვარჯიში 2011 წელს

პირველი ვარჯიში 2011 წელს

დადგა ახალი 2011 წელი, გუნდი კვლავინდებურად აგრძელებს მზადებას ხვალინდელი მატჩისათვის. დღეს გუნდმა პირველად ივარჯიშა 2011 წელს.

გვარდიოლამ ფეხბურთელები "სიუდად ესპორტივაზე" დილის 12 საათზე დაიბარა ადგილობრივი დროით. ვარჯიშზე იმყოფებოდა ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას "ლევანტეს" წინააღმდეგ მატჩში. გამონაკლისია პიკე, რომელიც 5 ყვითელი ბარათის ქონის გამო გამოტოვებს 2 იანვრის მატჩს.

პირველი გუნდიდან იყო 18 ფეხბურთელი, ვარჯიშს კვლავ არ დაესწრნენ პუიოლი და მესი გასაგები მიზეზების გამო, ხოლო სარეზერვო გუნდიდან ტიაგო ალკანტარა, ვიქტორ ვასკესი და მარკ ბარტრა, რომელსაც სავარაუდოდ მოუწევს "ლევანტეს" წინააღმდეგ თამაში დაცვის ცენტრში. იგი გაბრიელ მილიტოს შეუწყვილდება, რომელმაც ტრავმა სულ ახლახანს მოიშუშა.

ხოლო რაც შეეხება კაპიტანს, იგი აგრძელებს აღდგენით ვარჯიშებს, კარლესი "ლევანტეს" გარდა გამოტოვებს მატჩს "ბილბაოსთან".

გუნდი ვარჯიშს მატჩის შემდეგ მეორე დღესვე დაუბრუნდება და მოემზადება სათასო შეხვედრისათვის, რომელიც "სან – მამესზე" ბილბაოს წინააღმდეგ გაიმართება. ვარჯიში კვირას 11 საათზე განახლდება ადგილობრივი დროით.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.