ჯოვანი ვან ბრონხორსტი: ლეო მესითი ვამაყობდით

ჯოვანი ვან ბრონხორსტი: ლეო მესითი ვამაყობდით

“ბარსელონას” ყოფილი ნიდერლანდელი ფეხბურთელი, ჯოვანი ვან ბრონხორსტი ლიონელ მესიზე საუბრობს.

“ლეოს პირველი გოლი? ჩვენ ვამაყობდით. დავინახეთ, შეწუხებული და მორცხვი როგორ წავიდა გასახდელისკენ, მაგრამ, როცა მისი თამაში და ვარჯიში ვიხილეთ, მივხვდით, რომ საქმე განსაკუთრებულ ნიჭთან გვქონდა – ისეთ ტალანტთან, როგორსაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ნახავ. ამან მესი და ჩვენ ბედნიერები გაგვხადა.

როდესაც არგენტინელი 16-17 წლის ასაკში პირველ გუნდთან ერთად სავარჯიშო სესიაზე პირველად გამოცხადდა,  გვაინტერესებდა, ვინ იყო ეს ბიჭი. ლეო საუკეთესოა”, – ციტირებს “ჯიოს” სიტყვებს “ბარსას” ოფიციალური Twitter-ის გვერდი.

2005 წლიდან დღემდე, “ლა პულგამ” კატალონიური გრანდის რიგებში, ყველა ტურნირის ეგიდით, 718 მატჩში 627 გოლი გაიტანა, რაც ერთი კლუბის მაისურით გატანილი ბურთებით მეორე შედეგია – ლეგენდარულ არგენტინელს მხოლოდ პელე უსწრებს, რომელმაც “სანტოსის” შემადგენლობაში მეტოქეთა კარის ბადე 643-ჯერ შეარხია. მოსალოდნელია, რომ ლიონელ მესი ამ რეკორდს მალე დაამხობს და ბრაზილიელს გადაუსწრებს. აქვე შეგახსენებთ, რომ “ბლაუგრანას” ათიანმა პირველი გოლი “ალბასეტეს”, 2005 წლის 1 მაისს, რონალდინიოს პასით გაუტანა.

რაც შეეხება ვან ბრონხორსტს, ნიდერლანდელი ფრენკ რაიკარდის “ბარსაში” 2003-2007 წლებში ასპარეზობდა. ამჟამად, 45 წლის ყოფილი მოთამაშე ჩინურ “გუანჩჟოუს” წვრთნის, მანამდე კი სათავეში “ფეიენორდს” 2015-2019 წლებში ედგა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    02 მაი 2020, 04:39

    აუ რა მევასებოდა ეს ბავშვობაში 😂😂😂