5-იდან 5 გამარჯვება ”ლევანტეს” წინააღმდეგ ”ნოუ კამპზე”

5-იდან 5 გამარჯვება ”ლევანტეს” წინააღმდეგ ”ნოუ კამპზე”

გვარდიოლას უყვარს თქმა, რომ ფეხბურთში არ არსებობს წარსული, რადგან ყველაფრის გაკეთება თავიდან გვიწევს. ამ შემთხვევაში ”ლევანტესთან” გამართული მატჩები არაფრის მომცემია, თუმცა გვიჩვენებს კატალონიელების კარგ შედეგს ვალენსიელებთან.

განადგურების შესაძლებლობა
”ლევანტესთან” გამართული მატჩები გოლების სინონიმად აღიქმება. ”ნოუ კამპზე” გამართულ ბოლო ხუთ მატჩში ”ლევანტემ” საკუთარ კარში 18 ბურთი მიიღო, რაც საშუალოდ მატჩში 3.6 ბურთს უდრის. საინტერესოა ის, რომ ”ლევანტესთან” გამართულ პირველ და უკანასკენლ მატჩში ”ბარსელონას” ფეხბურთელმა ჰეთ-ტრიკის შესრულება შეძლო. 1964 წელს ეს პერედემ შეძლო, ხოლო 2008 წელს სამუელ ეტო’ომ.

”ლევანტე” იტანს
თუ შედეგებს შევხედავთ ყველაფერი იოლად მოგვეჩვენება, თუმცა ”ლევანტე” ძალის გაუწევლად არ ნებდება. 2004-05 სეზონში 58-ე წუთზე სტუმრებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლო ეტო’ომ გოლის გატანა, რამაც კატალონიელებს სამი ქულა მოუტანა. უკანასკნელ მატჩში ვალენსიელებმა ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრეს და ანერვიულეს ”ბარსელონას” გულშემატკივრები.

სამი წლის შემდეგ
”ლევანტემ” ორი სეზონი სეგუნდა დივიზიონში გაატარა და 3 წლის შემდეგ უბრუნდება ”ნოუ კამპს”

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.