“ალბასეტეს” შეუძლია იამაყოს იმით, რომ პირველი გუნდია, რომლის კარიც ლიონელ მესიმ აიღო. მაშინ საამაყო არაფერი იყო იმაში, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა მათი კარი დალაშქრა, მაგრამ ახლა ყველაფერი სულ სხვაგვარად ჩანს. მესის დახმარებით, “ალბასეტე” ისტორიაში შევიდა და სამომავლოდ, ძალიან ხშირად გაიხსენებენ.
ეს მოხდა 2005 წლის 1 მაისს. 15 წელი გავიდა, 15! მერე კი დაიწყო და დაიწყო.. ეს უკვე ისტორიაა.
“ბარსას” იმ შეხვედრაში გამარჯვება სჭირდებოდა, რათა მადრიდის “რეალთან” 6 ქულიანი სხვაობა შეენარჩუნებინა.
ის, ვინც ამ შეხვედრას დაეsწრო, მოულოდნელად გახდა ისტორიული მომენტის მომსწრე. “ალბასეტელების” მსგავსად, არც მათ იცოდნენ ამის შესახებ, მაგრამ ყოველ პირველ მაისს გაიხსენებენ და ალბათ სიხარულთან ერთად, სიამაყესაც იგრძნობენ. შვილებსა და შვილიშვილებს მოუყვებიან, რომ რაღაც ძალიან დიდის დასაწყისი იხილეს.
საინტერესო იყო “დეჟა ვუ”, რონალდინიოს და მესის შესრულებით. მესიმ, ბრაზილიელის პასი შეირგო და მეკარეს თავზე გადაუგდო, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუქმდა. თითქოს, მესის და “კამპ ნოუს”, სიხარული წაართვეს, მაგრამ მცირე ხანში, იგივე განმეორდა – რონალდინიოს პასის შემდეგ, მესიმ “ალბასეტეს” მეკარე, ისევ გააბითურა.
ვინმე იფიქრებდა, რომ ამის შემდეგ, მესი, ექსვსასზე მეტ გოლს გაიტანდა? ალბათ ვერავინ. ყველა ხვდებოდა, რომ საქმე განსაკუთრებულ ფეხბურთელთან გვქონდა, მაგრამ “ათიანი” თუ ოდესმე ამდენ გოლს გაიტანდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა.
2012 წელს, გრანადასთან შესრულებული ჰეთ-თრიქით, კლუბის საუკეთესო ბომბარდირს, სესარს გადაასწრო, რომლის რეკორდიც, სამოცი წლის განმავლობაში, ხელშეუხებელი იყო.
მესი, რეკორდს რეკორდზე ამხობდა და 500 გოლიან ნიშნულს იმ დაუვიწყარ დღეს მიაღწია, 2017 წლის 23 აპრილს, როცა “ბერნაბეუ” კიდევ ერთხელ დაადუმა და მაისურიც ააფარა სახეზე.
600 გოლიან ნიშნულს კი ასევე პირველ მაისს მიაღწია, ასევე უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, “ლივერპულის” წინააღმდეგ. მესი შეუდარებელი იყო. საოცარი სიხარული მოუტანა პუბლიკას და მაშინ, როცა “ბარსას” ფანები, უკვე ფიქრობდნენ ლიგის თასზე, ზუსტად ერთ კვირაში, ყველაფერი კოშმარით დასრულდა. როგორც კლუბისთვის, ისე მესისთვის, ეს მოუშუშებელ ჭრილობად დარჩება.
კარგია, რომ დაუფასდა მთელი სეზონის განმავლობაში შეუდარებელი თამაში და მეექსვე “ოქროს ბურთიც” მოიპოვა. მეექვსე.. ვინ იფიქრებდა, რომ ოდესმე ვინმე ამას შეძლებდა?!
ამდენივე “ოქროს ბუცია” მის საკუთრებაში.
ოთხი ჩემპიონთა ლიგა. მართალია, 2005/06 წლების სეზონში, “არსენალთან” ფინალი და “მილანთან” ნახევარფინალი არ უთამაშია, მაგრამ იმ პერიოდის ყველაზე რთულ მეტოქესთან, “სტემფორდ ბრიჯზე” ნამდვილი შოუ დადგა, დელ ორნოს და არიენ რობენს თავბედი აწყევლინა და “ჩელსის” დამარცხებაში ძალიან დიდი წვლილი დაიდო. ამიტომ, ოქროს მედალი სამართლიანად ერგება.
მოპოვებული აქვს, ცხრა ლა ლიგის თასი.
სამი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
სამი “უეფას” სუპერ თასი.
ექვსი სამეფო თასი და რვა ესპანეთის სუპერ თასი.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ 15 წლის განმავლობაში არ გაჩერებულა და არც აპირებს გაჩერებას.
მე, პირადად, დიომედესს მაგონებს, რომელიც ტროელებთან ბრძოლაში, ისე შევა ეშხში, რომ ღმერთებს გაეკიდება და დაჭრის კიდეც, მათ შორის ომის ღმერთსაც.
მესის საქმეც ასეა.
ფეხბურთის მეფე და ღმერთი, უკვე დაჭრილი ჰყავს. კარიერის ბოლოს, ალბათ მოკლავს კიდეც და თავად იქცევა ღმერთად.
წინ 700 გოლიანი ნიშნულია. წინ პელეა, რომელიც მესის, არესივით გაურბის..

ნამდვილად შეუდარებელი ფიგურაა მესსი. მეფე
ამოდის რო ძალიან დიდ კრიზისშია გუნდი.
ამ ყველაფრის ფონზე თუ სუარესი არ გაყიდეს
რატომ მაინც და მაინც სუარესი? სუას არავინ გაყიდის თუ თვითონ არ მოისურვა წასვლა
იმიტორო მაგისგან აიღებს ამ შემატხვევაში ყველაზე მეტ ფულს
ამოდის რო ძალიან დიდ კრიზისშია გუნდი.
ამ ყველაფრის ფონზე თუ სუარესი არ გაყიდეს
რატომ მაინც და მაინც სუარესი? სუას არავინ გაყიდის თუ თვითონ არ მოისურვა წასვლა
ვაჰ კამპ ნოუს სახელწედების უფლებას ყიდისო.
ამოდის რო ძალიან დიდ კრიზისშია გუნდი.
ამ ყველაფრის ფონზე თუ სუარესი არ გაყიდეს
ერთი 5 წელი კიდე იდგება მაგ კვარცხლბეკზე და მერე დაამთავრებს კარიერას