გუნდი, რომლის წინააღმდეგაც “ბარსელონას” ყველაზე ცუდი შედეგი აქვს

გუნდი, რომლის წინააღმდეგაც “ბარსელონას” ყველაზე ცუდი შედეგი აქვს

“ბარსელონა” ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. გრანდებს შორის, ყველაზე მეტი ტიტული სწორედ “ბლაუგრანას” აქვს მოგებული, ეს კი შემთხვევით არ ხდება, ამისთვის ძალიან ბევრი თამაშის მოგებაა საჭირო.

კატალონიურ გუნდს, 233 მეტოქის წინააღმდეგ, თითქმის 4 ათასი ოფიციალური თამაში აქვს ჩატარებული. ამ 233 გუნდიდან მხოლოდ ცხრაა ისეთი, რომელთანაც “ბარსას” უარყოფითი ბალანსი აქვს. ესენია: “ინტერნასიონალი”, “სან პაულუ”, “ნოველდა”, “ფიგერესი”, “სლოვანი”, “დანდი იუნაიტედი”, “ბაიერნი”, “გიოტებორგი”, “ლივერპული”.

ჩამოთვლილ გუნდთაგან “ბარსას” ზოგთან მხოლოდ ერთხელ უთამაშია, ზოგიც ევროპული ფეხბურთის გრანდია და მათთან უარყოფითი ბალანსი გასაკვირი ნამდვილად არაა. თუმცა, არსებობს ერთი გუნდი, რომლის წინააღმდეგაც კატალონიელებს კატასტროფული შედეგი აქვთ და ძნელია ავხსნათ, თუ რატომ.

ამჟამად შოტლანდიის მე-2 ლიგაში მოთამაშე “დანდი იუნაიტედი”, გრანდების რიცხვს არათუ კონტინენტის, ქვეყნის მასშტაბითაც კი არ მიეკუთვნება. ამ გუნდს, 110-წლიანი ისტორიის განმავლობაში, სულ 6 ტიტული აქვს მოგებუილი. იმდენივე, რამდენიც “ბარსელონამ” 2009 წელს მოიგო. შოტლანდიელებს არც ევროტურნირებზე თამაშის განსაკუთრებით დიდი გამოცდილება აქვთ, მაგრამ “ბარსელონასთან” მათი დაპირისპირებს ისტორია ნამდვილად საამაყოა.

“დანდი იუნაიტედი” ევროტურნირებზე პირველად 1966/67 წლების სეზონში მოხვდა და პირველივე თამაში “ბარსელონასთან” გამართა. ბაზრობათას თასის (ახლანდელი ევროპა ლიგა) მე-2 ეტაპზე, შოტლანდიელები ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს, “ბარსელონას” შეხვდნენ და ორივე თამაში მოუგეს – ჯერ სტუმრად 2-1, შემდეგ შინ 2-0.

გავიდა 20 წელი და ამ გუნდების გზები იმავე ტურნირზე (ამჯერად, უეფას თასის სახელით) გადაიკვეთა. “ბარსას” რევანშის აღების შანსი 1/4-ფინალში მიეცა, მაგრამ მორიგი კრახი – ისევ 2 წაგება, სტუმრად 0-1 და შინ 1-2.

საერთო ჯამში, “დანდი იუნაიტედთან” გამართულ 4 თამაშში “ბარსას” 4 წაგება აქვს. ვერ ვიტყვით, რომ 60-იანი და 80-იანი წლების შუაში “ბლაუგრანას” წარმატებული პერიოდები ჰქონდა, მაგრამ საშუალო დონის შოტლანდიურ გუნდთან ასეთი შედეგი მაინც ძალიან გასაკვირია.

“ბარსას” თამაშების 100% წაგებული აქვს ასევე “ინტერნასიონალთან”, “სან პაულუსთან”, “ნოველდასთან”, “ფიგერესთან” და “სლოვანთან”, მაგრამ თითოეულ მათგანთან მხოლოდ ერთხელ უთამაშია. “დანდი იუნაიტედის” შემთხვევა კი ნამდვილად გამორჩეული და გასაოცარია.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • Iniesta_8
    01 მაი 2020, 14:34

    ციტატა: M10 S9 D11
    რომა:
    ოფიციალურად 7 თამაშში 3 მოგება 2 ფრე 2 წაგება

    ლივერპული:
    ოფიციალურად 10 თამაშში 3 მოგება 3 ფრე 4 წაგება

    ბაიერნი:
    ოფიციალურად 10 თამაშში 2 მოგება 2 ფრე 6 წაგება (კატასტროფაა)

    რეალი:
    ოფიციალურად 244 თამაშში 96 მოგება 52 ფრე 96 წაგება


    ლივერპულთან უფრო მეტი მოგება გვაქვს, ვიდრე ბაიერნთან, მარა ბაიერნი ორჯერ გავაგდეთ და ლივერპული ვერცერთხელ.

  • M10 S9 D11
    01 მაი 2020, 13:19

    რომა:
    ოფიციალურად 7 თამაშში 3 მოგება 2 ფრე 2 წაგება

    ლივერპული:
    ოფიციალურად 10 თამაშში 3 მოგება 3 ფრე 4 წაგება

    ბაიერნი:
    ოფიციალურად 10 თამაშში 2 მოგება 2 ფრე 6 წაგება (კატასტროფაა)

    რეალი:
    ოფიციალურად 244 თამაშში 96 მოგება 52 ფრე 96 წაგება

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    01 მაი 2020, 12:30

    სამეფო მონებთან არ გვაქვს უარყოფითი ბალანსი, 96-96 გამარჯვება აქვთ ერთმანეთის წინააღმდეგ,სრული თანაფარდობაა ამ ეტაპზე.