ცოტა ხნის წინ, ანდრეს ინიესტას შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, სადაც ესპანელის შესახებ მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს გამორჩეული წარმომადგენლები საუბრობენ.
მათ შორის ივან რაკიტიჩიც მოხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ “ლა მასიას” ანდრეს ინიესტას სახელი უნდა ერქვას.
“იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს აკადემია ჩემთვის, დიდი პატივი იქნებოდა. თუმცა, ამავდროულად, უარყოფითი გრძნობებიც გამიჩნდებოდა, რადგან ბევრი ადამიანი არსებობს, რომელიც “ლა მასიასათვის” ჩემსავით მნიშვნელოვანია.“- ციტირებს ლეგენდარული ნახევარმცველის სიტყვებს Diario Sport.
ანდრესი “ბლაუგრანას” აკადემიას 1996 წელს, 12 წლის ასაკში შეუერთდა. ის პირველ გუნდში 2002/03 წლების სეზონში დააწინაურეს. მთლიანობაში, ანდრესმა “ვისელ კობეში” გადასვლამდე 674 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თავი 140 საგოლე გადაცემით გამოიჩინა და 57 გოლი გაიტანა.
ყველას თავისი სახელი დარჩეს კაცო. სტადიონები და აკადემიები მშვენიერ სახელებს ატარებენ. პროსტა იმედია ბარსას სტადიონს მართლა პორნჰაბი არ დაერქმევა მალე.
ყველას ვაფასებ, მაგრამ ლამასიასაც აქვს უკვე სახელი და კამპ ნოუსაც, ასე რომ არაა ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო. კიდევ მაღალი დონის ფეხბურთელი რომ აღზარდოს ლა მასიამ და მერე მაგას მოუნდეს თავისი სახელის დარქმევა ეგრე სადაა. უნდა დარჩეს როგორც არის და დასაფასებელი ხალხი დაფასდეს სხვანაირად.
არაა საჭირო , ინი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია მარა სახელების შეცვლა და ნომრის ამოღება არ მიმაჩნია სწორად. ძეგლი დაუდგან კამპ ნიუსთან ამას და სხვა ლეგენდებსაც
ინიესტა და ხავი არ უნდა გჺვყოთ ამიტომ მას ჩავიესტა დავარქვათ
ხავიესტა უნდა ეწოდოს, ეგ უფრო სამართლიანი იქნება და ხავიც არ "განაწყენდება". "კამპნოუ" კი მესის სახელობის უნდა გახდეს.
აი ბევრი გამაკრიტიკებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ინიესტა თავის პოზიციაზე რა არც მეტი არც ნაკლები, საუკეთესოდ ასრულებდა თავის საქმეს, რაც მას ევალებოდა მე არ
მახსოვს რომ ვერ გაეკეთებინოს