“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ხავიერ სავიოლა თანამემამულე ლაუტარო მარტინესზე საუბრობს და ლიონელ მესისთან დაკავშირებით აფრთხილებს.
“დიბალამ თქვა, რომ ლიონელ მესისთან ერთად თამაში რთულია და მას ვეთანხმები. “ლა პულგას” გვერდით მოთამაშე ფეხბურთელს კონცენტრაციის უმაღლესი დონე მოეთხოვება. ერთი შეხედვით ლეოსთან ფეხის აწყობა მარტივი ჩანს, თუმცა ასე ნამდვილად არ არის.
ჩემი აზრით, ლაუტარო კატალონიურ კლუბს გამოადგება, თუმცა მე რომ მის ადგილას ვიყო, “ინტერში” დავრჩებოდი, რადგან “ბარსელონაში” შემცვლელის როლის მორგება მომიწევდა”, – ციტირებს სავიოლას სიტყვებს Goal.
რა ლუზერული კომენტარია😂😂😂😂
ყველაზე მარტივი მესისთანაა თამაში. საჭირო დროს უნდა გაეხსნა და საჭირო დროს უნდა მიაწოდო პასი. ნუ თუ დონე არ აქვს მაშინ მესის გვერდზე ძალიან ცუდად გამოჩნდება
მარტივი მაშინაა თუ ტოპ კლასი ხარ. იდეალურ პასს მოგცემს რომელსაც გააზრება და წაკითხვა უნდა. მარა თუ დონე არ გაქ ვერ შეეწყობი, ტემპში ვერ აყვები
დარჩეს მერე ლიჩნად მე ეგ მინდა რო არ მოვიდეს
თუ არსებობს პატჩი ფიფა 19 ისთვის ქართული კლუბები რომ იყოს?