იტალიურ “სამპდორიას” “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი მარცხენა მცველის, ხუან მირანდას დამატება სურს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
მირანდა კატალონიურმა კლუბმა, გასული წლის ზაფხულში, “შალკეში” 2 წლით გაანათხოვრა, თუმცა 20 წლის ფეხბურთელმა გელზენკირხენთა შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. მან მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, “სამპდორიას” ესპანელი მცველის შეძენა გერმანულ კლუბში გადასვლამდე უნდოდა. ახლა ჯენოელები ახალგაზრდა ფეხბურთელით ისევ დაინტერესდნენ.
იმავე წყაროს ინფორმაციით, “სამპდორია” მზადაა, “ბარსელონას” ხუან მირანდაში დასაწყისისთვის 4 მილიონი ევრო შესთავაზოს.
წაიყვანეთ