“ბარსელონას” ყოფილი ბრაზილიელი ნახევარმცველი ედმილსონი “ბლაუგრანას” კაპიტანს, ლიონელ მესის მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევს, კატალონიური კლუბის სამიზნეს, “პარი სენ-ჟერმენში” მოთამაშე ნეიმარს კი კილიან მბაპეზე უკეთეს ფეხბურთელად თვლის.
“ვფიქრობ, ნეიმარი მბაპეზე უკეთესია. ის უფრო სრულყოფილია, როდესაც საქმე გადაწყვეტილების მიღებას ეხება. კილიანი ნიჭიერი და სწრაფია, მაგრამ ნეიმარი უფრო კრეატიული და გამოცდილია. ორივე მათგანი შესანიშნავი ფეხბურთელია.
მბაპე ცოტა ტიერი ანრის ჰგავს, ნეიმარი კი უფრო ახლოს რონალდინიოსთანაა, რადგან ის შემოქმედებითი და ამასთანავე, ბრაზილიელია.
ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ ბრაზილიელი ვარ, რადგან, ჩემი აზრით, საუკეთესო ლიონელ მესია”, – ციტირებს ედმილსონის სიტყვებს Marca.
ყველაფერი მართალი თქვა
მბაპეს ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი და ლიგა ერთში ვერაფერს დაამტკიცებს
მბაპე მიუხედავად იმისა რო ძაან მაგარია დასამტკიცებელი ბევრი აქვს.