workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერედივიზიონი დასრულებულია

ერედივიზიონი დასრულებულია

ერედივიზიონი პირველი დიდი ევროპული ჩემპიონატია, რომელმაც 2019-20 წლების სეზონი დასრულებულად გამოაცხადა. 

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუთის ბრძანებით, სექტემბრამდე ყველანაირი საფეხბურთო მოვლენა აიკრძალა. 

არც ერთი გუნდი არ გავარდება და არ დაწინაურდება, შესაბამისად, მიმდინარე სეზონში ჩემპიონი ვერც”აიაქსი” და ვერც “ალკმაარი” ვერ გახდება. ეს ორი გუნდი 56-56 ქულით ცხრილში პირველ ორ პოზიციას იკავებს, თუმცა “აიაქსი” ბურთების უკეთესი შეფარდებით მაინც წინაა.

მიუხედავად იმისა, რომ უეფას განცხადებით, ყველა შიდა ჩემპიონატი დასრულდება, იმ ქვეყნებს, რომლებიც ნიდერლანდების მსგავსად, საფეხბურთო სეზონს დროზე ადრე შეწყვეტენ, გარკვეული მითითებები მიეცემათ.

რაც შეეხება ლა ლიგას, ამგვარი სახის ცვლილებები ესპანეთის ჩემპიონატში ნაკლებად მოსალოდნელია. გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონატი აგვისტოს თვეში დასრულდება და ჩემპიონთა ლიგაც ამავე თვეში განახლდება. 

ლა ლიგის განახლებასთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრაც გაიმართა, ხავიერ ტებასმა დაადასტურა, რომ ჩემპიონატი განახლდება, თუმცა მკაცრი პროტოკოლის დაცვის გათვალისწინებით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward