workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ტენერიფე” – იცით თუ არა, რომ…

“ტენერიფე” – იცით თუ არა, რომ…

“ტენერიფეს” შესახებ, შესაძლოა, ინფორმაცია საერთოდ არ გქონდეთ, თუმცა ეს ის კლუბია, რომელიც “ბარსელონას” ესპანეთის ჩემპიონობაში ზედიზედ 2-ჯერ დაეხმარა.

1991/92 წლების სეზონი

“ბარსელონა”, 1991/92 წლების სეზონში, მადრიდის “რეალთან” ლა ლიგის ტიტულისთვის იბრძოდა. კატალონიელები ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილში ყველაზე უხერხულ მეტოქეს ერთი ქულით ჩამორჩებოდნენ.

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში “ბარსელონა”, რომელსაც ჩემპიონობის იმედი თითქმის აღარ ჰქონდა, სახლში “ბილბაოს” მასპინძლობდა, თავდაჯერებული “რეალი” კი “ტენერიფეს” სტუმრობდა. “ბლაუგრანამ” თამაში მოიგო, კანარის კუნძლელებმა კი სენსაცია მოახდინეს და “სამეფო გუნდი” 3:2 დაამარცხეს, რამაც კატალონიელები გააჩემპიონა.

1992/93 წლების სეზონი

მომდევნო სეზონში მსგავსი სცენარი ვიხილეთ. მადრიდელები ბოლო მომენტში “ბარსას” კვლავ ერთი ქულით უსწრებდნენ. “თეთრები” გასვლაზე ისევ “ტენერიფეს” შეხვდნენ, “ბლაუგრანამ” კი სახლში “სოსიედადი” მიიღო.

ისტორია განეორდა, როდესაც “ტენერიფემ” ისევ მოუგო (2:0) “რეალს”, ხოლო “ბარსელონამ” “სოსიედადი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ტიტულის მფლობელები კვლავ კატალონიელები გახდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • me da barca
    schedule 23 აპრ 2020, 00:23
    #2

    92 წელს იმ მოგებით გავარდნას გადაურჩა ტენერიფე, 93 წელს კი მაგ მოგებით ევრო თასების ზონაში მოხვდა მე-5 ადგილი.

  • Iniesta_8
    schedule 22 აპრ 2020, 23:33
    #1

    ვიცი ეს ისტორია, გააწამა ტენერიფემ რეალი, ერთი პერიოდი სარაგოსაც ძაან აწამებდა რეალს