წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 3 თებერვალს მოხდა.
თამაშები
3 თებერვალს “ბარსელონას” 17-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 8 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.
1935 წელი
მადრიდში “რეალ მადრიდთან” გამართულ შეხვედრაში “ბარსელონამ” 2 გოლი კი გაიტანა (ესკოლა და გუზმანი), მაგრამ თავად 8 გაუშვა და განადგურდა. ეს იყო ამ გუნდების ზედიზედ მე-7 შეხვედრა, რომელშიც “ბარსამ” ვერ მოიგო.
2002 წელი
“ბარსელონამ” “ტენერიფე” სტუმრად 6-0 დაამარცხა. 4 გოლი კლუივერტმა გაიტანა, ერთი პუიოლმა, ერთხელ კი მეტოქემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
2012 წელი
ქალაქ ბარსელონაში არსებული ყინვების გამო “კამპ ნოუს” საფარზე თერმული ხალიჩა დამონტაჟდა.
2016 წელი
ესპანეთის თასზე “ვალენსიასთან” გამართულ შეხვედრაში “ბარსელონამ” 7-0 მოიგო. 4 გოლი ლუის სუარესმა გაიტანა, 3 კი ლეო მესიმ.
2021 წელი
ესპანეთის თასზე “გრანადასთან” სტუმრად გამართული შეხვედრის 88-ე წუთზე “ბარსელონა” 0-2 მარცხდებოდა, მაგრამ კატალონიელებმა გათანაბრება მოახერხეს, დამატებითი ტაიმების საშუალებით კი საბოლოოდ 5-3 მოიგეს. სტუმართაგან გოლები ალბამ (2), გრიზმანმა და ფრენკი დე იონგმა გაიტანეს, ერთხელ კი “გრანადას” ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
2026 წელი
“ალბასეტესთან” 2-1 მოგებული შეხვედრის 87-ე წუთზე “ბარსელონამ” ესპანეთის თასის ისტორიაში თავისი მე-700 გოლი გაუშვა.
ვალენსიასთან კარგი იყო იიფ❤💙
დავაი დღესაც უნდა გავიტანოთ ბევრი გოლი
ვალენსიას ჩავეგვა გამახსენდა😃❤️ რა დრო იყო!!!
ბოლო მომეწონა❤