workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვის აქვს მიღებული ყველაზე მეტი წითელი ბარათი “ბარსელონას” ისტორიაში?

ვის აქვს მიღებული ყველაზე მეტი წითელი ბარათი “ბარსელონას” ისტორიაში?

ევროპაში “ბარსელონა” ერთ-ერთ ყველაზე “სუფთად” მოთამაშე გუნდად ითვლება. თუმცა არიან ფეხბურთელები, რომელთაც კარიერის განმავლობაში წითელი ბარათი რამდენჯერმე მიუღიათ.

Marca გვთავაზობს “ბარსელონას” იმ რვა ფეხბურთელს, რომელიც მოედნიდან ყველაზე მეტჯერ გაუძევებიათ.

სიის სათავაში პეპ გვარდიოლა და ხრისტო სტოიჩკოვი არიან. მათ ანგარიშზე 8 წითელი ბარათია. შემდეგ მოდის ტიაგო მოტა, რომელმაც “ბლაუგრანას” მაისურით ჩატარებულ 96 შეხვედრაში თავი 7 გაძევებით გამოიჩინა. ბოლოს კი ერთბაშად 5 ფეხბურთელია: ჟერარ პიკე, მიგელ ანხელ ნადალი, ალბერტ ფერერი, რონალდ კუმანი და რაფაელ მარკესი. თითოეულს ექვს-ექვსი წითელი ბარათი აქვს მიღებული.

  • პეპ გვარდიოლა
  • ხრისტო სტოიჩკოვი
  • ტიაგო მოტა
  • ჟერარ პიკე
  • მიგელ ანხელ ნადალი
  • ალბერტ ფერერი
  • რონალდ კუმანი
  • რაფაელ მარკესი

ამ მხრივ, “ბარსელონას” მიმდინარე სეზონში ცუდი შედეგები აქვს. წელს “ბარსას” ფეხბურთელი მოედნიდან უკვე 5-ჯერ გააძევეს. მათ შორის, ყველაზე მეტჯერ კლემან ლანგლე (ორჯერ).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • M10 S9 D11
    schedule 21 აპრ 2020, 21:27
    #5

    ვა პეპი ასეთი უხეში იგროკი იყო?

  • me da barca
    schedule 21 აპრ 2020, 14:54
    #4

    ამათ ყველას ერთად აღებულს მოუჯოკრავს რამოსი, მოლაპარაკე, ორფეხა ცხოველი.

  • Don_Andresito
    schedule 21 აპრ 2020, 14:18
    #3

    ციტატა: BarcelonaFanTV
    გვარდიოლას უყურეთ


    არადა უხეში არ იყო პროსტა ნელი იყო და სისწრაფეში წაგებული ბრძოლის მერე თამაშის წესს არღვევდა. კიდე ინიესტაა ლიდერი წითელი ბარათებით :D:D:D

  • Iniesta_8
    schedule 21 აპრ 2020, 13:47
    #2

    ძაან გაუხეშდა ბარსა, ამდენი ჯარიმას გუნდი იღებდეს არ მახსოვს

  • BarcelonaFanTV
    schedule 21 აპრ 2020, 13:09
    #1

    გვარდიოლას უყურეთ