workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩიკიმ ვილიასთან დაკავშირებული ინფორმაციები დაადასურა

ჩიკიმ ვილიასთან დაკავშირებული ინფორმაციები დაადასურა

დღეს დილით თითქმის ყველა წამყვანი ვებ-გვერდი ვილიას ტრანსფერის შესახებ ინფორმაციით აჭრელდა. ესპანური ჟურნალები: “ას”, “მარკა”, “სპორტი”, “ელმუნდო დეპორტივო” წერენ, რომ ვილიამ “ბარსელონასთან” 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კატალონიურმა კლუბმა ვილიას ტრანსფერში სავარაუდოთ 42 მილიონი გადაიხადა. გუშინ “ბარსას” ტექნიკურმა დირექტორმა ინტერვიუ მისცა ოფიციალურ საიტს და განაცხადა, რომ ვილია უახლოეს დღეებში აუცილებლად წარადგენენ “კამპ ნოუზე”.

“ვილია “ბარსელონასთთან” ძალიან ახლოსაა, მისი წარდგენა უახლოეს დღეებში იგეგმება”. ჩიკიმ ანრიზე, მარკესზე, ტურესა და იბრაზეც ისაუბრა. “მექსიკელით და ფრანგით ამერიკული კლუბია დაინტერესებული, ისინი, შესაძლოა, მართლაც წავიდნენ “მლს” ში. რაც შეეხება ტურეს. ტურე ძალიან კარგი ფეხბურთელია, “ბარსასთვის” იგი  ბევრს ნიშნავს, ამიტომაც  ამჟამად მისი რომელიმე კლუბში გადაბარგება არ იგეგმება. ხოლო რაც შეეხება იბრას, მე მხოლოდ ერთს ვიტყვი: იგი არ იყიდება !”.

წყარო: fcbarcelona.cat

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward