workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრესპოს რჩევა ლაუტაროს

კრესპოს რჩევა ლაუტაროს

ერნან კრესპო, იტალიაში, გამორჩეულად კარგად თამაშობდა. “ინტერის” მაისურიც მოურგია და კრისტიან ვიერისთან ერთად გამანადგურებელ დუეტს ქმნიდა. გრანდები ცდილობდნენ მის ხელში ჩაგდებას და “ბარსელონასაც” გამოუხატავს ინტერესი, მაგრამ არგენტინელს, ყოველთვის, იტალია უფრო მოსწონდა.

კრესპომ, La Gazzetta Dello Sport-თან ლაუტარო მარტინესზე ისაუბრა.

“მე მას ვუთხარი, რომ “ინტერში” უნდა დარჩეს, ულაპარაკოდ! მიზეზი მარტივია, ის ნელ-ნელა, ეტაპობრივად ვითარდება, არგენტინიდან იტალიაში ადაპტაციის გავლა მარტივი არ არის, ამას დრო დასჭირდა და ლაუტარომ თავი ყველაფერს გაართვა, მისგან იკარდის შეცვლას ითხოვდნენ, რაც ასევე რთული საქმეა, მაგრამ ეტაპობრივად ამ ბარიერის დაძლევაც შეძლო, მან არ უნდა იჩქაროს. ვფიქრობ, ასეთ დროს სამი წელია საჭირო იმისთვის, რომ საკუთარი ძალების ბოლომდე ირწმუნო, ლაუტარომ კიდევ ერთი სეზონი უნდა მოიცადოს.”

ლაუტაროს მარტინესი “ბარსელონას” მთავარი სამიზნეა, მისი გადაბირება მარტივი ჩანდა, რადგან კონტრაქტში მითითებული 111 მილიონი სულაც არ იყო რთული გადასახდელი, თუმცა, კორონავირუსმა ყველაფერი შეცვალა და არავინ იცის, ეს სატრანსფერო საგა როგორ დასრულდება.

“ბარსამ” რამდენჯერმე შესთავაზა “ინტერს” არტურო ვიდალი, თუმცა მილანელებს დიდი ინტერესი არ ეტყობათ. სამაგიეროდ, არტურის გადაბირება მოისურვეს, რასაც “ბარსა” სავარაუდოდ არ დათანხმდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 20 აპრ 2020, 20:55
    #3

    ნეტა დაუჯეროს და არ მოვიდეს

  • nika 54
    schedule 20 აპრ 2020, 16:36
    #2

    მან არ უნდა იჩქაროს. ვფიქრობ, ასეთ დროს სამი წელია საჭირო იმისთვის, რომ საკუთარი ძალების ბოლომდე ირწმუნო, ლაუტარომ კიდევ ერთი სეზონი უნდა მოიცადოს."

    ხოდა მოიცადოს, ახალგაზრდაა. კონტრაქტს ნუ გაახანგრძლივებს, მოვა გამზადებული ძირითადისთვის

    ციტატა: Iniesta_8
    ლაუტარო არ გვინდა გვჭირდება ფლანგის შემტევი განსაკუთრებით მარცხენა ფლანგის ეს ვერ ჩაჯდება სქემაში და არც არის ისეთი დონე გრიზმანი მესი ან სუარესი რო დასვას სკამზე


    ხოდა ნეიმარი გვინდა აუცილებლად. ეს ერთი წელი მოიცდის.

  • Iniesta_8
    schedule 20 აპრ 2020, 12:33
    #1

    ლაუტარო არ გვინდა გვჭირდება ფლანგის შემტევი განსაკუთრებით მარცხენა ფლანგის ეს ვერ ჩაჯდება სქემაში და არც არის ისეთი დონე გრიზმანი მესი ან სუარესი რო დასვას სკამზე