workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესის მაისურების საოცარი კოლექცია

ლიონელ მესის მაისურების საოცარი კოლექცია

“ბარსელონას” ვარსკვლავი ლიონელ მესი, ალბათ, ის ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ფანი ჰყავს.

Marca-სთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია არგენტინელი მოთამაშის ინდონეზიელი გულშემატკივრის, სურია ვიჯაიას შესახებ, რომელსაც “ლა პულგას” მაისურების გამორჩეული კოლექცია აქვს.

“200 მაისური მაქვს. ფორმების კოლექციაში, რომელიც დღეს მაქვს, ჩემი ცხოვრების ბოლო 11 წლის განმავლობაში ბევრი ფული და დრო დავხარჯე.

ბევრი მეუბნება, რომ ამ ჰობის გამო გიჟი ვარ, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრება და გატაცებაა.

რამდენიმე მაისური აქ, ინდონეზიაში, ვიყიდე, უმეტესობა კი ონლაინ შევიძინე. ყველა მათგანი ორიგინალია, მაგრამ მესის ნაცვამი არცერთი ფორმა არ მაქვს.

“ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ფანი ვარ ჯერ კიდევ მესიმდე, რადგან ძალიან მომწონდა რიკელმე.

მაისური, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს, ლეოს მაშინ ეცვა, როდესაც მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო და “მანჩესტერ იუნაიტედს” ფინალში გოლი გაუტანა”, – აცხადებს მესის ინდონეზიელი გულშემატკივარი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 20 აპრ 2020, 17:51
    #4

    თავის ნაცვამსაც გამოგიგზავნის თუ ჭკუით იქნები.

  • messi and iniesta
    schedule 20 აპრ 2020, 10:44
    #3

    საღოლ ძან მაგარია ბრაო

  • M10 S9 D11
    schedule 20 აპრ 2020, 02:28
    #2

    მე მინდა მესის მაისურები შევაგროვო სულ პირველი სეზონიდან ბოლო სეზონამდე მარა თანხა ვერ მოვიგდე ხელში

  • Iniesta_8
    schedule 20 აპრ 2020, 00:32
    #1

    თვითონ მესის აქვს ყველაზე მაგარი კოლექცია, თითქმის ყველა ლეგენდის მაისური აქვს