ფეხბურთელთა თერთმეტეული, რომელთა შეძენაც “ბარსას” უფასოდ შეუძლია

ფეხბურთელთა თერთმეტეული, რომელთა შეძენაც “ბარსას” უფასოდ შეუძლია

კორონავირუსის პანდემიის მიერ მიყენებული ზარალის ფონზე, კატალონიის “ბარსელონას” (არამატო მას) მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობა და დიდი თანხების დახარჯვა გაუჭირდება. შესაბამისად, “ბლაუგრანამ” თავისუფალი აგენტების ბაზარს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ზაფხულში კონტრაქტი არაერთ ცნობილ მოთამაშეს ეწურება.

Tribuna.com გვთავაზობს იმ ფეხბურთელთა სიმბოლურ ნაკრებს, რომელთა შეძენაც “ბარსას” უფასოდ შეუძლია. თუმცა, გამოცემამ მათ სატრანსფერო ღირებულებებიც მიუთითა.

მეკარე: ვოლტერ დანიელ ბენიტესი (“ნიცა”, არგენტინა, 8 მილიონი ევრო);

მცველები: ტომას მუნიე (პსჟ, ბელგია, 24 მილიონი ევრო), ტანგი კუასი (პსჟ, საფრანგეთი, 11 მილიონი ევრო), იან ვერტონგენი (“ტოტენჰემი”, ბელგია, 14.5 მილიონი ევრო), ლაივინ კურზავა (პსჟ, საფრანგეთი, 12 მილიონი ევრო);

ნახევარმცველები: ვილიანი (“ჩელსი”, ბრაზილია, 22.5 მილიონი ევრო), დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი”, ესპანეთი, 12 მილიონი ევრო), ჩარლზ არანგისი (“ლევერკუზენი”, ჩილე, 12 მილიონი ევრო), რაიან ფრეიზერი (“ბორნმუთი”, შოტლანდია, 12 მილიონი ევრო);

თავდამსხმელები: ედინსონ კავანი (პსჟ, ურუგვაი, 20 მილიონი ევრო), დრის მერტენსი (“ნაპოლი”, ბელგია, 20 მილიონი ევრო).

სათადარიგოთა სკამი: არტიომ ძიუბა (“ზენიტი”, რუსეთი, 13 მილიონი ევრო), ბენჟამინ სტამბული (“შალკე”, საფრანგეთი, 9.5 მილიონი ევრო), ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”, ესპანეთი, 9.5 მილიონი ევრო), ჯეფ ჰენდრიკი (“ბარნლი”, ირლანდია, 9 მილიონი ევრო), ჯონ ლანდსტრამი (“შეფილდ იუნაიტედი”, ინგლისი, 8 მილიონი ევრო), ჯენიკ ჰაბერერი (“ფრაიბურგი”, გერმანია, 8 მილიონი ევრო).

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • BarcelonaFanTV
    17 აპრ 2020, 22:57

    არა რა თავისუფალ აგენტებზე ყურადღება უნდა გადავიტანოთ ამ კრიზისის მერე, თორე რაც უკეთესები მით უკეთესი 😂

  • Don_Andresito
    17 აპრ 2020, 22:53

    მაგარი ხლამია. მაქსიმუმ ვერტონგენი გამოგვადგეს 1წელი. კურზავა არ მგონია ფირპოს ჯობდეს. კუასი კარგი ბიჭია პროსტა მარკინიოს დიალოს სილვას კერერს და კიმპემბეს ვერ უწევს კონკურენციას. ისე კაი ბიჭი ჩანს პროსტა სილვა თუ წავიდა მაგასთან გაახანგრძლივებენ

  • გიორგი ჩანგელია
    17 აპრ 2020, 20:58

    ციტატა: jack slater
    ამიხსენით "უფასოდ შეძენა" რას ნიშნავს?


    როცა გუნდში ფეხბურთელს მოიყვან, ე.ი. შეიძინე 🙂 რა მნიშვნელობა აქვს, მასში ფული გადაიხადე თუ არა? უფასოდ თუ მოიყვანე, შეძენა არაა? თუ მაინცდამაინც თანხა უნდა იყოს გადახდილი?!

  • Albicelecte
    17 აპრ 2020, 19:16

    არწიომ ძიუბა,.,ძუბა,ძუბა,ძუბა……
    ფიოდორ ჩალოვი არ გინდა ბართუშ?! 😁 😄 🙈 🙉

  • dima359
    17 აპრ 2020, 18:10

    ესენი ერთად რომ ათამაშო ლიგა ერთს მოიგებენ, შეიძლება სერია ასაც

  • Adama traore
    17 აპრ 2020, 17:40

    ისე რა გუნდი აეწყო პრემიელ ლიგაში კარგად გაქაჩავენ და ის არანგისი როა ძაან კარგია მარა იმდენი ნახევარ მცველი გვყავს

  • Iniesta_8
    17 აპრ 2020, 17:23

    ციტატა: Wtf man
    მუნიე და კურზავა ოირვე ვიყიდოთ არცერთია ხელიდან გასაშვები ასევე კუასიც ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიული იყიდონ და სადმე გაანათხოვრონ ეტყობა მაგ ბიჭს რო ბევრს მიაღწევს


    ეგენი პესეჟეს ფარჩაკ დაცვაში ვერ ხვდებიან და ჩვენ რად გვინდა

  • M10 S9 D11
    17 აპრ 2020, 16:36

    ისე ვინც კლუბის შექმნას გადაწყვეტს კი უნდა მოყაროს ესენი 😂😂

  • Wtf man
    17 აპრ 2020, 16:03

    მუნიე და კურზავა ოირვე ვიყიდოთ არცერთია ხელიდან გასაშვები ასევე კუასიც ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიული იყიდონ და სადმე გაანათხოვრონ ეტყობა მაგ ბიჭს რო ბევრს მიაღწევს

  • me da barca
    17 აპრ 2020, 15:17

    არტიომ ძიუბა ვიყიდოთ, დააკვდება ბარსას. 😅