თითქმის შეუძლებელია, “ბარსელონამ” ნეიმარში 150 მილიონი გადაიხადოს. ახალი სატრანსფერო დღის წესრიგიდან გამომდინარე, “ბარსელონა” ნამდვილად არ არის ის კლუბი, რომელიც ამხელა თანხას, რომელიმე ფეხბურთელში გაიღებს.
ერთადერთი გზა, ნეიმარის ხელში ჩასაგდებად, სხვა ფეხბურთელების ტრანსფერში ჩართვაა, რაზეც “ბარსა” ყოველთვის თანახმა იყო, მაგრამ ფრანგების დაყოლიება მარტივი არ იქნება.
როგორც Mundo Deportivo ავრცელებს, წინა სეზონში, “ბარსა” მზად იყო ნეიმარისთვის, 130 მილიონ ევროსთან ერთად, სამი ფეხბურთელი: ივან რაკიტიჩი, ჟან-კლერ ტობიდო და უსმან დემბელე დაეთმო.
სავარაუდოა, რომ “ბარსელონა”, ზემოთ ნახსენებ ფეხბურთელებს კვლავ მიუბრუნდება და მათ გამოყენებას შეეცდება.
ტობიდოსა და დემბელესთან ერთად, ფრანგებისთვის საინტერესო, შესაძლოა, სამუელ უმტიტის ტრანსფერიც გამოდგეს. ისინი ფრანგის გადაბირებით ადრეც ინტერესდებოდნენ. თუმცა, ეს მაშინ ხდებოდა, როცა უმტიტი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო, ახლა კი, ასე ნამდვილად არ არის.
მიუხედავად ამისა, პსჟ ყოველთვის ცდილობდა ფრანგი ვარსკვლავების გადაბირებას და მათთვის უინტერესო არც ახლა უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ არაბები მბაპეს კალთებს აგლიჯავენ დასარჩენად, დემბელეს მიყვანით კი საქმეს მნიშვნელოვნად გაიიოლებენ.
დემბელეს მიზანი ნაკრებში დაბრუნება და ევროპის ჩემპიონატზე თამაშია. ევრო 2020 რომ წელს ჩატარებულიყო, უსმანს იქ მოხვედრის შანსი არ ექნებოდა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა და მას კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა, რომ დიდი სანაკრებო ტურნირის განაცხადში მოხვდეს.
შესაბამისად სჭირდება ბევრი სათამაშო დრო. ამდენი იმედგაცრუების შემდეგ, რთული სათქმელია, იქნება თუ არა დემბელე “ბარსას” ძირითადი შემადგენლობის წევრი. აი პსჟ-ში დროს მაქსიმალურად გაუზრდიან, მით უმეტეს, თუ ნეიმარის ტრანსფერში იქნება ჩართული და მისი პირდაპირი შემცვლელი გახდება.
გასათვალისწინებელია, რომ დემბელე, ყველაზე კარგად ტომას ტუხელის ხელში წარმოჩინდა, სწორედ მისი ხელმძღვანელობით თამაშობდა დორტმუნდის “ბორუსიაში” და ყველაზე დიდი პროგრესიც ამ კლუბში განიცადა.
მისი და ნეიმარის ერთ კლუბში ყოფნა წარმოუდგენელია. “ბარსას” ჯერ კიდევ შემორჩა ხალხი, რომელიც დემბელეს იმედს არ კარგავს, მაგრამ ამხელა ხელფასით, მისი კლუბში გაჩერება შეუძლებელია.
ამასთანავე, პრობლემატურია მეორე ფრანგის საკითხიც. კიკე სეტიენი უმტიტის ენდობა, თავად სამუელსაც სურს “ბარსაში” დარჩენა და მზად არის ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძოლოს. თუმცა, უმტიტის კარგად მოეხსენება, რომ გუნდი ცენტრალური მცველის ძიებაშია, ეს კი მისი წასვლის შანსებს ზრდის.
გასათვალისწინებელია, რომ პსჟ, ასევე ეძებს ცენტრალურ მცველს. პარიზელთა კაპიტანი, ტიაგუ სილვა, სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. დრო მოვიდა, რომ პსჟ-მა, დაცვის ცენტრში კიდევ ერთი ვარსკვლავი მიიყვანოს.
“შალკე” ტობიდოს გადაბირების მთავარი პრეტენდენტი იყო, მაგრამ კრიზისულ პერიოდში არავინ იცის, გერმანელები შეძლებენ თუ არა თანხის გადახდას. ასე რომ, პსჟ აქაც დომინანტი იქნება.
“ბარსელონამ” თუ ფრანგები ვერ გამოიყენა, ნეიმარის დაბრუნება ძალიან გაჭირდება.
ლაუტარო+20მ=გრიზმანი (თუ არ შედგება მე გამიხარდება, კიდევ 1 წელი უნდა მოიცადონ)
რაკიტიჩი+ვიდალი(ფული)=უპამენკო
ფირპო=კუკურელია, ან + 20 და ალაბა
კოუტინიო დაბრუნდება
ფული წამოვა სხვა ფეხბურთელებიდან და შეიძლება ერთი კარგი ნახ. მცველისთვისაც აგროვდეს მაგრამ საჭირო არაა..
მოკლედ მომავალ წელს უფრო დაგვჭირდება ნახევარმცველის და ფორვარდის ძიება ახლა გარემარბია საჭირო კარგი მცველები როგორც ცენტრში ისე კრაიზე
ხოდა მგონი დადგება ასეთი შემადგენლობა:
შტეგენი, ნეტუ, პიკე, უპამენკო, ლენგლე, არაუხო, ალბა, ალაბა,სერჟი/ემერსონი, სემედუ, ბუსკეცი, დე იონგი, არტური, კოუტინიო, პუჩი, მესი, სუარესი, ნეიმარი, გრიზმანი/ლაუტარო, ტრინკაო, ფატი/იჯარა.
შტეგენი
სემედუ პიკე უპამენკო ალბა/ალაბა
დე იონგი არტური
კოუტინიო
მესი სუარესი/გრიზმანი ნეიმარი
ან
შტეგენი
სემედუ პიკე უპამენკო ალბა/ალაბა
დე იონგი კოუტინიო
მესი
გრიზმანი სუარესი ნეიმარი
ეს ბოლო რაღაც მკვლელი შემადგენლობა მგონია, თითქოს გაანადგურებენ ყველაფერს
უფრო იქნებიან შეტევაზე კონცენტრირებულები და არა ბურთის გორაობაზე მაგრამ ამისთვის კარგი მწვრთნელიცაა საჭირო, ხოდა უნდა იჩალიჩონ ვინმე მაღალი დონის მქონე მწვრთნელის მოყვანაზე.
მკვლელი შეტევა კი არა გაგვაპობრნ ნახევარ დაცვაში მარტო დე იონგი ვერ ითამაშებს ართმევებზე კოუტინიოს გაარღვევენ შუაზე პირველი შემადგენლობა ჯობია
უკვე ყელში ამოვიდა ნეიმარზე სტატიები, სხვა რამე დადეთ
მაგას ვამბობ ამდენი ხანია გრიზმას გაასუხარებენ ნეიმარის ტრანსფერში
ტოდიბოს დაკარგვა როგორ შეიძლება ჩემამდე არ დადის. ერთი შანსია თუ უპამენკოს მოიყვანენ. რავი ამ ასაკის და პერსპექტივის სხვა ცენტრალური მცველი სხვა ვინ არის?
იდ.ეალურია ეგ ვარიანტები. ნეი მოიყვანონ თორე ლიგა სანატრელი იქნება