“ბარსელონას” არგენტინელ შემტევზე, ლიონელ მესიზე მისი თანამემამულე, ფერნანდო გაგო საუბრობს.
“ჩემი და ლეოს ურთიერთობა ერთად თამაშის მრავალწლიანმა პრაქტიკამ მოიტანა. თამაშის თითქმის მისნაირი ხედვა მაქვს. თუ ვხედავ, რომ მოედნის ცენტრში დგას, ე.ი თავს არაკომფორტულად გრძნობდა. იმ მომენტში სწორი ადგილი უნდა შემერჩია და ლეოსათვის მოძრაობის საშუალება მიმეცა.
ყოველთვის ვამბობ, რომ ბურთს მუდმივად მას არ უნდა აწვდიდნენ. მესის მიმართულებით გაკეთებული პასი 100%-ით ზუსტი უნდა იყოს, რადგან ის ყოველთვის 3-4 ფეხბურთელის გარემოცვაში იმყოფება. “ბარსელონელს” ძალიან მარტივად ვუგებ”, – ციტირებს გაგოს სიტყვებს Radio Continental.
ეს ხომ ქვემოთ ეწერა.