მესის გული “ნიუელს ოლდ ბოისს” ეკუთვნის – გაგო

მესის გული “ნიუელს ოლდ ბოისს” ეკუთვნის – გაგო

ბოლო პერიოდში, “ბარსელონას” უსახური თამაშის ფონზე, გავრცელდა ჭორები, რომ ლიონელ მესი კლუბის დატოვებას აპირებდა. აღნიშნულ თემას კაპიტნის თანამემამულე, ფერნანდო გაგო ეხმაურება:

“ვფიქრობ, მესი თავად გადაწყვეტს, “კამპ ნოუზე” კიდევ რა პერიოდი გაატაროს. არგენტინელი მხოლოდ საკუთარ სურვილებს ითვალისწინებს – ისე იქცევა, როგორც სურს. თუმცა, ჩემი აზრით, მისი გული მაინც “ნიუელს ოლდ ბოისს” ეკუთვნის.

ჩემი შვილი ლეოს აღმერთებს. მას ოთახი მაისურებითა და ფოტოებით აქვს გადაჭედილი. მესისთან ახლო, მეგობრული კავშირი მაქვს და მასთან ხშირად ვსაუბრობ. დიალოგს ჩემი ბიჭი გვაწყვეტინებს ხოლმე, რომელიც საუბარში თამამად ერთვება”, – აცხადებს გაგო Valez TV-სთან ინტერვიუში.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • nika 54
    22 ივლ 2020, 19:05

    ციტატა: me da barca
    შეხვდა ალბათ ერთხელ და მეგობარიაო.😄


    რეალში ხშირად ხვდებოდა, ნაკრებშიც.

  • me da barca
    22 ივლ 2020, 19:00

    შეხვდა ალბათ ერთხელ და მეგობარიაო.😄

  • M10 S9 D11
    22 ივლ 2020, 17:53

    მესის გული ბარსას ეკუთვნის