იმავე კვირაში, როდესაც “ოქროს ბურთის” 30 ნომინანტის ვინაობა გახდა ცნობილი – სია, სადაც აუხსნელად არც რაფინია და არც პედრი არ აღმოჩნდნენ – ბრაზილიელმა შემტევმა ერთგვარი ნუგეში ორმაგი აღიარების სახით მიიღო.
პირველ რიგში, UEFA-ს ტექნიკურ დამკვირვებელთა ჯგუფმა როტერდამის “ფეიენორდთან” (5-1) ჩატარებული მატჩი სათანადოდ დაუფასა, სადაც მან ორი ულამაზესი გოლი გაიტანა – განსაკუთრებით პირველი, როდესაც ცრუმოძრაობით ორი მცველი გააცურა და ბურთი ბადეში ისე შეაგდო.
UEFA-ს ოფიციალურ განმარტებაში, სადაც სიმბოლურ გუნდში თითოეული ფეხბურთელის მოხვედრის მიზეზია აღწერილი, აღნიშნულია:
“ფეიენორდის” წინააღმდეგ ‘ბარსელონას’ კაპიტანმა პრესინგს შთამბეჭდავი ინტენსივობით უხელმძღვანელა, დაცვის ზურგს უკან სივრცეებში იდეალურად იხსნებოდა სიღრმიდან საფრთხის შესაქმნელად, ასევე ბრწყინვალედ მოქმედებდა ხაზებს შორის და საკუთარი ასპარეზობა ორი დიდებული გოლით დააგვირგვინა.”
რაფინია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ ნაკრებში “ბარსელონას” სამ ყოფილ ფეხბურთელთან ერთად მოხვდა: სერჟინიო დესტი (ამჟამად პსვ-ში), მარკ ბარტრა (დუბლი “ბეტისის” რიგებში “შტუტგარტთან”) და ფერან ტორესი (ჰეთ-თრიკი “სლოვან ბრატისლავასთან” “პარკ დე პრენსზე”).
პარალელურად, რაფინიამ ესპანეთის ჩემპიონატისგანაც მიიღო კუთვნილი პრიზი – ის ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ბრაზილიელს მიმდინარე სეზონში გამაოგნებელი სტარტი აქვს: ხუთ ოფიციალურ შეხვედრაში რვა გოლი გაიტანა, აქედან ექვსი – ლა ლიგის ოთხ მატჩში: დუბლი “ელჩესთან”, ერთი გოლი ბილბაოს “ატლეტიკთან”, დუბლი “რაიო ვალეკანოსთან” და ერთი გოლი “ვალენსიასთან”.
forum კომენტარები (0)