ამსტერდამის “აიაქსის” მეკარით, ანდრე ონანათი არაერთი ევროპული კლუბი ინტერესდება. მათ შორისაა “ბარსელონაც”.
ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, “ბლაუგრანას” 24 წლის კამერუნელის შეძენა იმ შემთხვევისთვის უნდა, თუ კლუბი მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ვერ მოახერხებს.
ცნობილია, რომ ანდრე ონანას დამატების სურვილს “პარი სენ-ჟერმენიც” გამოთქვამს და L’Equipe-ს ცნობით, კამერუნელი მზადაა კარიერა ფრანგულ კლუბში განაგრძოს. თუმცა, აფრიკელი მეკარე იმასაც აცხადებს, რომ კატალონიურ გუნდში დარუნების წინააღმდეგი არაა.
L’Equipe-ს ცნობით, “აიაქსმა” ფეხბრთელის ფასი დაასახელა – ამსტერდამელები მზად არიან მეკარეს 30 მილიონ ევროდ შეელიონ.
ანდრე ონანა “ბარსელონას” აკადემიაში 2010-2015 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც, 19 წლის ასაკში, “აიაქსში” გადავიდა.