ამსტერდამის “აიაქსის” მეკარემ, “ბარსელონას” სკოლის აღზრდილმა, ანდრე ონანამ კატალონიურ კლუბში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
“ბარსელონას” ხელმძღვანელობასა და მწვრთნელებთან კონტაქტი ისევ მაქვს. “ბლაუგრანა” ჩემი სახლია. შესაძლებლობა თუ მომეცემა, აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ ახლა “აიაქსის” მეკარე ვარ. ვნახოთ, რა მოხდება”, – ციტირებს ონანას სიტყვებს Canal+.
საინტერესოა, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც კამერუნელმა კარის დარაჯმა კატალონიური გრანდი მსგავსი სიტყვებით დაახასიათა. მან გასული წლის მაისში BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა: “ბარსელონა” ჩემი სახლია. ამ გუნდში გადასვლას ყველა ისურვებდა, თუმცა ჩემთვის თამაში მნიშვნელოვანია”.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსა” ზაფხულში 24 წლის ფეხბურთელის დაბრუნებას შეეცდება. კატალონიელები ონანას მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შემცვლელადაც განიხილავენ.
ანდრე ონანა “ბარსელონას” აკადემიაში 2010-2015 წლებში თამაშობდა.
ვალდესივითა ესეც არსტაბილური ხან პისდეცი სევიაქ ხან უაზროდ იდიეკება 😀😂
კიბატონო მარა იყავი სადაც ხარ ამ ეტაპზე მეკარე ყველაზე ნაკლებად კი არა საერთოდ არ გვჭირდება