workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
11 ლა მასიელი მსოფლიო ჩემპიონატზე

11 ლა მასიელი მსოფლიო ჩემპიონატზე

“ბარსელონას” მსოფლიო ჩემპიონატზე 16 ფეხბურთელი ეყოლება, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

თუმცა, გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ წლევანდელ მუნდიალზე ზოგადად ბევრ “ლა მასიელს” ვიხილავთ.

ტრადიციულად, ყველაზე მეტი “ლა მასიელი” ლუის ენრიკეს ესპანეთს ჰყავს: სერხიო ბუსკეტსი, ერიკ გარსია, ჟორდი ალბა, გავი და ანსუ ფატი. ასევე დანი ოლმო, რომელიც ამჟამად “ლაიფციგში” ასპარეზობს, მაგრამ “ბარსას” აღზრდილია.

ჩამოთვლილი ფეხბურთელების გარდა, მუნდიალზე შემდეგი “ლა მასიელები” ითამაშებენ: ლეო მესი (არგენტინა), ჩავი სიმონსი (ნიდერლანდები), პაიკ სინ-ჰო (სამხრეთ კორეა), ტაკეფუსა კუბო (იაპონია), ანდრე ონანა (კამერუნი).

ჯამში, ყატარში “ბარსელონას” აღზრდილი 11 მოთამაშე მიემგზავრება.

გარდა ამისა, მუნდიალზე იქნებიან რონალდ არაუხო (ურუგვაი) და ეზ აბდეც (მაროკო), რომლებსაც “ბარსა ატლეტიკში” უთამაშიათ და შეიძლება, “ლა მასიელებად” ჩავთვალოთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 13 ნოე 2022, 16:10
    #2

    კარგია უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ და მომავალში უფრო გამოგვადგებიან.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 13 ნოე 2022, 00:33
    #1

    blush ლა-მასია არის ნიჭიერი ფეხბურთელების სამჭედლო!!!