L’Equipe იტყობინება, რომ “აიაქსის” კამერუნელი მეკარე, ანდრე ონანა, პსჟ-ის ინტერესთა სფეროში მოექცა.
ფრანგული გამოცემა წერს, რომ პარიზელებმა ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს და მზად არიან, ონანას სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ბოლო პერიოდში გავრცელდა ცნობები, რომელთა მიხედვითაც, “ბარსელონა” მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ვერ ახერხებს, მიზეზი შრომითი ანაზღაურების ოდენობაა. აგრეთვე, შესაძლოა, კლუბი ნეტუმაც დატოვოს. გამომდინარე აქედან, კატალონიელები, ყოველი შემთხვევისთვის, ახალი მეკარის ძიებაში არიან. მთავარი კანდიდატი კი 24 წლის ონანაა.
თავად ფეხბურთელი საჯაროდ აცხადებს, რომ “ბლაუგრანაში”, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად დაბრუნდება.
ტერ შტეგენის სახით მინიმუმ 10წელი გვყავს ძირითადის მეკარე.ნეტუ გაყიდონ და პენია დაწინაურდეს მეორე მეკარედ.+20მლნ ბიუჯეტში.