workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრე ონანა: ბარსელონა ჩემი პირველი არჩევანია

ანდრე ონანა: ბარსელონა ჩემი პირველი არჩევანია

“აიაქსის” მეკარემ, ანდრე ონანამ Sport-თან “ბარსელონას” ინტერესზე ისაუბრა:

რა თქმა უნდა, “ბარსელონა” ჩემი პირველი არჩევანია. ეს ჩემი სახლია, მე აქ გავიზარდე. “ბარსასთან” კონტაქტს გავაგრძელებ. წამოსვლის დღიდან, კლუბთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. “ბარსა” ჩემი სახლია და მასთან კავშირები ყოველთვის მქონდა.

კამერუნელი “ინტერთან” შეთანხმებასთან დაკავშირებულ ჭორებსაც შეეხო:

მედია ბევრ რაღაცაზე საუბრობს. ისინი ასევე საუბრობენ “არსენალისა” და, ცხადია, “ბარსელონას” შესახებ. ამ მომენტისთვის არანაირი შეთანხმება არ არსებობს. მედია ჩემი ცხოვრების ნაწილია და არის მომენტები, როცა ვიკარგები.

ონანას კატალონიურ კლუბს, დიდი ხანია, უკავშირებენ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შესაძლო წასვლაზე საუბრის დაწყების შემდეგ კი მის ტრანსფერს უფრო აქტიურად განიხილავენ, რასაც ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ 25 წლის კარის დარაჯი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. ონანას ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მსურველი მილანის “ინტერია”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • რივალდო-მესი
    schedule 14 დეკ 2021, 23:57
    #6

    ისეთი დანძრეული აქვს გუნდს შტეგენი თუ გაიყიდა 65 მილიონად ამის უფასოდ მოსვლა ღირს. დიდად არც ჩამოუვარდება შტეგოს. ნუ ცოტათი კი მაგრამ 65 მილიონიც დიდი ფულია ჩვენთვის

  • La Pulga10
    schedule 14 დეკ 2021, 22:54
    #5

    ემი მარტინესი მოიყვანეთ რა და ეს თუ უნდათ ნეტოს მაგივრად.

  • nika 54
    schedule 14 დეკ 2021, 22:01
    #4

    ციტატა: El pistolero 9
    ისე ეს ფეხით თამაშში როგორია?


    დიდი არაფერი, რაც ხელით ისევე ფეხით.

  • El pistolero 9
    schedule 14 დეკ 2021, 21:53
    #3

    ისე ეს ფეხით თამაშში როგორია?

  • Davita
    schedule 14 დეკ 2021, 21:42
    #2

    ეს მხოლოდ ნეტოს შემცვლელად გამოდგება, იმედია ძირითადისთვის არმოიყვანენ. მინდა შტეგენის გაყიდვა მარა ძლიერი მეკარეთი უნდა შეიცვალოს და არა მასზე დაბალი კლასით

  • Moriba
    schedule 14 დეკ 2021, 20:27
    #1

    მოვიყვანოთ ეს კაცი ზაფხულში უფასოდ იქნება გამოფხიზლდეს შტეგენი ცუდი მეკარე ნაღდად არააა პლიუს ლა მასიელია