workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მადრიდი კვლავ მიმართავს “უეფას” საჩივრით

მადრიდი კვლავ მიმართავს “უეფას” საჩივრით

“უეფას” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში მომხდარი ინციდეტის შემდეგ, დაპირისპირება კვლავ გრძელდება “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის. , მიუხედავად იმისა, რომ “რეალმა” ლიკვიდაცია განიცადა მიმდინარე წლის ტურნირზე. მადრიდელებს ერთხელ არ დაუკმაყოფილეს მოთხოვნა, ამიტომ ისინი განმეორებით აპირებენ ამის გაკეთებას და კვლავ მიმართავენ ოფიციალური წერილით ორგანიზაციას, რათა დასაჯონ ექვსი კატალონიელი ფეხბურთელი არასპორტული საქციელის გამო. ისინი თვლიან, რომ იმ ექვსი ფეხბურთელის ქმედებები “ბერნაბეუზე” არის დასასჯელი და ითხოვენ მათ დისკვალიფიკაციას.

 

როგორც BBC იუწყება, “უეფას” დისციპლინარული კომიტეტი 16 მაისს გადახედავს ამ საქმეს. იგივე კომიტეტი განიხილავს პეპეს, პინტოსა და ჟოზე მოურინიოს წითელ ბარათებს. ისინი პარასკევს გადაწყვეტენ ბარათების საკითხს, რომელიც ზემოთ აღნიშნულ პიროვნებებს უჩვენეს “ბერნაბეუზე”.

 

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფინალის წინ “უეფამ” დააკმაყოფილოს მადრიდელთა საჩივარი და 6 ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია მისცეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward