workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბელეტი: მესიმ პირველ ვარჯიშზე პირდაპირ ჩემში გაიარა

ბელეტი: მესიმ პირველ ვარჯიშზე პირდაპირ ჩემში გაიარა

“ბარსელონას” ყოფილი მარჯვენა მცველი, ჟულიანო ბელეტი, ESPN-თან საუბარში ლეო მესისთან პირველ შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ, მაშინ 16 წლის არგენტინელმა, ვარჯიშზე შეარცხვინა.

“როდესაც მესი ძირითადი გუნდის ვარჯიშზე პირველად მოიყვანეს, რაიკაარდმა 11 11-ის წინააღმდეგ, მცირე მოედანზე გვათამაშა. ინიესტა ჩემთან მოვიდა და მკითხა, ვიცოდი თუ არა მესი. მე ვუპასუხე, რომ არა. მან კი მითხრა – “ფრთხილად იყავი”.

როდესაც იგი ბურთს პირველად შეეხო, ვიფიქრე, “ჯანდაბა, ეს ბავშვი თავხედია!”. შემდეგ კი, როდესაც მასთან მიახლოებასა და ბურთის ართმევას ვაპირებდი, უკვე მოტყუებული ვყავდი და გოლიც გაიტანა. მან პირდაპირ ჩემში გაიარა.” 

ბრაზილიელმა “ბარსელონაში” 3 სეზონი გაატარა. იგი 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორია, რომლის ფინალშიც გადამწყვეტი გოლის ავტორი გახდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Giorgi99
    schedule 12 აპრ 2020, 20:04
    #5

    ბელეტის გოლი და სიხარულისგან აცრემლებული ბარსელონა არადროს დამავიწყდება😈 second champion league title👍👏👈

  • me da barca
    schedule 12 აპრ 2020, 16:34
    #4

    ხომ გაგაფრთხილა ინიმ ფრთხილად იყავიო.

  • Don_Andresito
    schedule 12 აპრ 2020, 15:59
    #3

    ანუ ჯერ შემოვიდა და მერე გაიარა. ისე რა იღბალაა ბელეტი რონალდინიოს ზლატანს და ბევრ დონეს არ აქვს გაკეთებული ის რაც ამას, გამარჯვების გოლი ლიგის ფინალში

  • Albicelecte
    schedule 12 აპრ 2020, 15:23
    #2

    ეტყობა ამან პაატას კლიპი მოისმინა 😁 😂 😄

  • Fati
    schedule 12 აპრ 2020, 15:17
    #1

    საღოლ კაი იყო 😂😂