workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“შალკეს” ტოდიბოს იჯარის გახანგრძლივება სურს

“შალკეს” ტოდიბოს იჯარის გახანგრძლივება სურს

“ბარსელონას” მფლობელიბაში მყოფი ფრანგი მცველი, ჟან-კლერ ტოდიბო ამჟამად “შალკე 04”-ში ასპარეზობს.

Sport.es იტყობინება, რომ გერმანულ გუნდს ახალგაზრდა ფეხბურთელის იჯარის გახანგრძლივება სურს. ადრე ისინი 20 წლის უკანახაზელის 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვას აპირებდნენ, თუმცა, Covid-19-ის მიერ მიყენებული ზარალის გამო, ამას ვერ მოახერხებენ.

გამოცემის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ “ბარსა” გელზენკირხენელთა შემოთავაზებას დათანხმდეს, რადგან ტოდიბოს გაყიდვა ურჩეევნია – მსურველი კი ბევრია.

მიმდინარე სეზონში ჟან-კლერმა “ველტინს-არენას” ბინადართა რიგებში, ბუნდესლიგის ეგიდით, 5 მატჩი ჩაატარა. Transfermakrt-ი მას 9 მილიონ ევროდ აფასებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • shu1987
    schedule 11 აპრ 2020, 16:20
    #7

    არ უნდა გაუგრძელონ , დააბრუნონ და სათამაშო დრო მიცენ ყველაზე კარგი ვარიანტია.

  • Don_Andresito
    schedule 10 აპრ 2020, 21:05
    #6

    ციტატა: dima359
    დატოვონ კიდევ ერთი წელი შალკეში, გამოსყიდვის უფლების გარეშე. იმ 5 მატჩში ძალიან მაგრად ითამაშა და უეჭველი მოუმატებს სტაბილური სათამაშო დრო თუ ექნება. გაყიდვას მერეც მოასწრებენ თან უკეთეს ფასად თუ კიდევ არ შეიცვლიან აზრს.


    ვინ მოგვყავს უკეთესი თორე კი. ბარემ ჩვენთან მისცენ დრო. არც უპამეკანოზე.ნაკლებია და არც არავისზე. თორე ეგეთი იჯარა რამდენიც გავაკეთეთ სკამზე გაგვიხმეს მოთამაშე

  • M10 S9 D11
    schedule 10 აპრ 2020, 20:29
    #5

    არავითრ შემთხვევაში. უნდა დავაბრუნოთ

  • dima359
    schedule 10 აპრ 2020, 20:24
    #4

    დატოვონ კიდევ ერთი წელი შალკეში, გამოსყიდვის უფლების გარეშე. იმ 5 მატჩში ძალიან მაგრად ითამაშა და უეჭველი მოუმატებს სტაბილური სათამაშო დრო თუ ექნება. გაყიდვას მერეც მოასწრებენ თან უკეთეს ფასად თუ კიდევ არ შეიცვლიან აზრს.

  • me da barca
    schedule 10 აპრ 2020, 19:11
    #3

    ეს რომ დატოვონ დავიჯერო 9 მილიონის მეტ სიკეთეს ვერ მოუტანს გუნდს? რამდენი 9 მილიონი გაატანა იმ აჩკარიკამ წყალს.

  • ousmane dembele 11
    schedule 10 აპრ 2020, 18:11
    #2

    ეს არუნდა გავუშვათ არავითარ შემთხვევაში

  • shu1987
    schedule 10 აპრ 2020, 17:27
    #1

    ეს უნდა დააბრუნონ და პიკეს ნაცვლად ათამაშოს კიკემ დრო უნდა მიცეს აუცილებლად.