ლონდონის “ჩელსის” ცენტრალური მცველი ანტონიო რიუდგერი “ბარსელონას” კაპიტანს, ლიონელ მესის აქებს და იხსენებს, როგორ დაეხმარა მას ყოფილი თანაგუნდელი სესკ ფაბრეგასი არგენტინელ ვარსკვლავთან მაისურის გაცვლაში.
“მესის მაისური მაქვს იმ დროიდან, როდესაც 2 წლის წინ ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” ვეთამაშეთ. ჩემთვის დიდი პატივი იყო ისეთი ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში, როგორიც ლეოა, ამიტომ მატჩის შემდეგ, როცა ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, მას მაისური ვთხოვე. ვფიქრობდი, რომ არგენტინელს ჩემი მაიკა არ უნდოდა, მაგრამ იქვე ახლოს სესკ ფაბრეგასი იყო, რომელმაც მითხრა: “მიეცი, შენი მაისური მასაც სურს!” – ციტირებს რიუდიგერის სიტყვებს “ჩელსის” ოფიციალური საიტი.
მაიკა ? 🙂
Fifa Mobile 20
ეხლა რო მესის ეთქვა არ მინდაო ფაბრეგასი რას იზავდა? 😂😂😂
რამე კაი თამაში არავინ იცით? აიფონი6რო ვითამაშო სასრველია ფეღბურთი ❤️❤️