იკერ კასილიასმა, ახლახანს, საქველმოქმედო “ელ კლასიკოს” ჩატარების იდეა გააჟღერა, სადაც მადრიდული და კატალონიური კლუბის 2000-იანი წლების ლეგენდები მიიღებენ მონაწილეობას. “ბარსელონას” შესაძლო თერთმეტეული შემდეგნაირად თუ დაკომპლექტდება, ნამდვილად შთამბეჭდავი სანახაობის მომსწრენი გავხდებით:
ვიქტორ ვალდესი – შიდა მიზეზების გამო კლუბისგან ოდნავ მივიწყებულ მეკარეს, ამ მატჩით “ბლაუგრანას” რიგებში იდეალური დაბრუნება გამოუვა.
ერიკ აბიდალი – კლუბის სპორტული დირექტორი ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლებაზე გაკეთებული კომენტარების გამო მწვავედ გააკრიტიკეს, თუმცა მისი მოედანზე ხილვა ქომაგისათვის მაინც სასურველი იქნება.
კარლეს პუიოლი – ნამდვილი კაპიტანი. მის გარეშე “ელ კლასიკოს” წარმოდგენა რთული იქნება.
რაფა მარკესი – მექსიკელმა კატალონიელების რიგებში 7 წელი ირიცხებოდა, ამ დროის განმავლობაში მას დაცვის ცენტრში თამაში კარლეს პუიოლთან ერთად უწევდა.
ჟულიანო ბელეტი – ბრაზილიელი ახალახანს გახდა “ბარსას” სპორტული ელჩი. დაცვის მარჯვენა ფლანგზე სოლიდური თამაშისა და 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში განსაკუთრებული გოლის გამო, მას თერთმეტეულში ადგილი ნამდვილად ეკუთვნის.
ჩავი ერნანდესი – კლუბის ლეგენდამ, მწვრთნელის პოსტზე იანვარში უარი განაცხადა. ამ თამაშში მისი მონაწილეობა კი ნამდვილად სურს “გულშემატკივარს”.
ანდრეს ინიესტა – “ჩავიესტას” ტანდემი ნახევარდაცვის ცენტრში, რა თქმა უნდა, კატალონიელების თერთმეტეულს უნდა ამშვენებდეს.
დეკუ – პორტუგალიელი ნამდვილად დაეხმარება შემტევ ტრიოს და საჭირო პასებით მოამარაგებს. მას კარიერის განმავლობაში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ჩატარებულ 12 შეხვედრაში 6 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.
რივალდო – ბრაზილიელმა ლეგენდამ ამ დღეებში “ბარსას” შესახებ ვრცლად ისაუბრა. მან კლუბის მიმართ თავდადება საფეხბურთო მინდორზე კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს.
პატრიკ კლუივერტი – პატრიკისთვის მოედანზე გასვლა რთული არ იქნება. მას უბრალოდ საყვარელი მაისურის ჩაცმა და ოფისის დატოვება მოუწევს.
სამუელ ეტოო – კამერუნელი ფორვარდი გატანილი გოლებით თავს აუცილებლად გამოიჩენს.
რონალდინიო სამწუხაროდ ამ თერთმეტეულში ვერ მოხვდება, რადგანაც მან წინასაპატიმრო დაწესებულებაში 6 თვე უნდა გაატაროს. სხვა შემთხვევაში მის გარეშე თერთმეტეული წარმოუდგენელი იქნებოდა.
ეგ კიარა რივალდო უფასოდ გაუშვეს ამ სლეებმა, ასევე ფირმის პიკში მყოფი რონალდო, მარადონა და რომარიო. ეგენი რო შეგვენარჩუნებინა ბოლო 30 წელი ჩვენი იქნებოდა მთლიანად
Getanxmebi, dzaan klasni igrokebi ver sheinarchuna imdroindelma barsam. Rivaldom wasvla kataloniashi mis winaaghmdeg sagadasaxadoebebis sachivrebma tvini ro mout.nes magito gadawyvita, ronaldomac ilaparaka bevrjer mizezze wasvlisa (ar undoda wasvla) Romario xo calke tema iyo saertod, mis gamo kruifs bevris datmoba mouwia (gansxvavebul "movlenastan" gvaqvs saqmeo). Itogshi magari sheteva sul gvyavda rivaldos wasvlis da dinios mosvlamde periodis garda (erti riqelmes droindel kamandashi ar gvivargoda shetevis xazi)
ოხოხოხო რა კამანდაა ხავიესტას დუეტი როგორ მომენტარააა ნეტა როდის იქნება ვეღარ ვითმენ
ეგ კიარა რივალდო უფასოდ გაუშვეს ამ სლეებმა, ასევე ფირმის პიკში მყოფი რონალდო, მარადონა და რომარიო. ეგენი რო შეგვენარჩუნებინა ბოლო 30 წელი ჩვენი იქნებოდა მთლიანად
ამერიკულმა გამოცემამ, The Score-მა ევროპის ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა.
ლა ლიგა – ლიონელ მესი, პრემიერ ლიგა – სადიო მანე, სერია ა – იოსიპ ილიჩიჩი, ბუნდესლიგა – რობერტ ლევანდოვსკი, ლიგა 1 – ანხელ დი მარია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული არჩევანი მხოლოდ The Score-ის ჟურნალისტების სუბიექტური მოსაზრებაა და ოფიციალურ ხასიათს არ ატარებს.
Kluivertis didi pativiscemisda miuxedavad dzaan gaasworebda mis magivrad im dros barsas Mario Jardeli ro eyida… xoxoxo ras ifrenden rivaldo da jardeli ertad imden wlebs. Mkvleli iyo Jardeli da zedgamochrili iyo barcastvis da rato ar moiyvanes dgemde ver vineleb mag "civsisxlian mkvlels" magari dasanania.