workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფინალი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

ფინალი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

1990 წლის კოპა დელ რეის ფინალში, “ბარსელონამ” 2-0 დაამარცხა მადრიდის “რეალი” და ეს უბრალო გამარჯვება არ ყოფილა.

ეს განსაკუთრებული მოვლენა იყო, რადგან პირველად მოხდა, როცა იოჰან კრუიფის “Dream Team”-მა მადრიდული “Quinta del Buitre” დაამარცხა. – ასე უწოდებდნენ მადრიდელების აღზრდილ ხუთეულს: ემილიო ბუტრაგენიო, მანოლო სანჩესი, მარტინ ვასკესი, მიგელ პარდესა და მიჩელი.

არც “ბარსელონას” აკლდა ვარსკვლავები და ერთ-ერთმა მადრიდელი შემტევების წინააღმდეგ თამაში დიდებულად შეძლო. რონალდ კუმანი, როგორც წესი, სწორედ გამორჩეულ შეხვედრებში ბრწყინავდა.

“ბარსელონელებს” ასევე ჰყავდათ: მიქაელ ლაუდრუპი, ჩიკი ბეგირისტაინი, ხოსე მარი ბაკერო, ეუსებიო, ანდონი სუბისარეტა და გილერმო ამორი.

“მადრიდელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავდათ, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და ზუსტად იცოდნენ, რასაც თამაშობდნენ.” – იხსენებს გილერმო ამორი.

“ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი შეხვედრა ჩავატარეთ, ჩვენ ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს ვდგამდით და კრუიფის სქემას ნელ-ნელა ვეგუებოდით. ადაპტირების პროცესში უამრავ რისკზე წავედით და ბევრი შეხვედრაც დავთმეთ, ფინალის წინ კი იყო საუბრები იმის შესახებ, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში, ჩვენი სათამაშო სტილი შეიცვლებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ყველას დავანახეთ, რომ სწორ გზაზე ვიდექით.”

1928 წლიდან, 1990 წლის ჩათვლით, “ბარსელონამ” 38 ტიტული მოიგო.

1990 წლის ფინალიდან დღემდე, კლუბმა 51 ტიტული მოიპოვა. მათ შორის 5 ევროპული თასი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • სპარტაკი
    schedule 06 აპრ 2020, 22:58
    #2

    ჰოლანდიის ბალეშიკი ვარ და ასევე ბარსასი.. ასე რომ ძალიან ვამაყობ და მინდა ფრენკისთან ერთად სხვა ჰოლანდიელებიც იყოს… და კრუიფის კვალდაკვალ წავიდეს..

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 06 აპრ 2020, 14:45
    #1

    კრუიფი ყველაზე დიდი პიროვნებაა ფეხბურთში და საამაყოა,რომ ბარსასთან ასოცირდება(აიაქსთან ერთად). სუპერ ფეხბურთელი და სუპერ მწვრთვნელი ულამაზესი სტილით❤❤