workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრო როდრიგესი, შესაძლოა, “ლაციოში” გადავიდეს

პედრო როდრიგესი, შესაძლოა, “ლაციოში” გადავიდეს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, პედრო როდრიგესი მიმდინარე სეზონის შემდეგ ლონდონის “ჩელსის” დატოვებს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ესპანელმა კარიერა, შესაძლოა, “ლაციოში” გააგრძელოს. წყაროს დასძენს, რომ რომაული კლუბი “ლურჯების” კიდევ ერთი ფეხბურთელით, ოლივიე ჟირუთი ინტერესდება.

პედროს “ჩელსისთან” ამჟამინდელი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება. ფეხბურთელმა “ბარსაში” დაბრუნების სურვილი უკვე გამოთქვა.

როდრიგესი “ბარსელონას” პირველ გუნდში 2008-2015 წლებში ასპარეზობდა. კატალონიურ გრანდთან ერთად პედრომ ლა ლიგა 5-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • InFiNiTe8
    schedule 30 მარ 2020, 13:55
    #1

    პედრიტო მაგარი კაცია, სუარესის არ ყოფნაში ძაან საჭირო იქნებოდა…