“ბარსელონა” ზაფხულში ფეხბურთელების გაყიდვას გეგმავს, ერთ-ერთ მათგანად კი არტურო ვიდალი სახელდება.
Sport-ის ინფორმაციით, ჩილელი ფეხბურთელის შეძენას, მორიგ ჯერზე, მილანის “ინტერი” შეეცდება. 32 წლის ნახევარმცველის ტრანსფერს მხარს “ნერაძურის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე უჭერს, რომელიც ვიდალთან ერთად ადრე “იუვენტუსში” მუშაობდა.
იტალიელი სპეციალისტი სამხრეთამერიკელ მოთამაშეს უკვე დაუკავშირდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის გარანტიაც მისცა. თუ კატალონიელებს მილანელების ფინანსური წინადადება დააკმაყოფილებთ, ტრანსფერი, სავარაუდოდ, შედგება.
არ უნდა გავუშვათ ვიდალი არა