“ბარსელონას” ყოფილი და “ჩელსის” ამჟამინდელი ფეხბურთელი, პედრო როდრიგესი აცხადებს, რომ სეზონის ბოლოს ლონდონურ კლუბს დატოვებს.
“სეზონის ბოლოს “ჩელსისთან” კონტრაქტს შევწყვეტ. ვნახავთ, რა მოხდება მომავალში, თუმცა ახლა ამაზე არ უნდა ვიფიქრო, რადგან არც კი ვიცით, როდის განახლდება ვარჯიშები”, – პედროს სიტყვებს რადიო Cadena SER-ის გადაცემა El Larguero ციტირებს.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, “ლურჯების” მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლემპარდი მზადაა, დაახლოებით 8 ფეხბურთელი გაუშვასდა გუნდი სრულად განაახლოს.
ესპანელმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 1 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.
პედრო “ბარსელონას” პირველ გუნდში 2008-2015 წლებში თამაშობდა. ცოტა ხნის წინ, მან კატალონიურ გუნდში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
მოდი პედრიტოოო, 32 წლის ზამენისთვის მშვენიერია
აი ამაზე უკეთესი ზამენაზე ვინ უნდა მოიყვანონ, აუცილებლად 100 მილიონი უნდა გაისროლონ? სიხარულით მოვა თან უფასოდ და დასვან რა სკამზე და უმნიშვნელო თამაშებში მაინც შეცვლის სუარესს. თუ აუცილებლად უნდა დაიტრამვოს ვიღაცა რო მერე დაიწყონ ტემპში ძებნა?
ეს კაცი არ იყო გასაშვები.ბევრი შავი სამუშაოს შესრულება შეუზლია. ზამენაზე იდიალური და ძირითადსშიც თავის სიტყვას იტყოდა როტაციის დროს… და ზოგიერთ ვითომ ტოპ ვარსკვლავს კასტილისკენ და ხელფასისკენ რომ აკვს მიდრეკილება ბევრად აჯობებდა , გუნდს დაეხმარებოდა…