workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ალექსანდრ გლები მესისა და რონალდუს ბელარუსში ეპატიჟება

ალექსანდრ გლები მესისა და რონალდუს ბელარუსში ეპატიჟება

კორონავირუსის გამო ევროპის ტოპ ლიგები დროებით შეჩერებულია, თუმცა ფუნქციონირებას ბელარუსის სუპერ ლიგა აგრძელებს. იმის ფონზე, რომ სახელმწიფოში ხალხს ერთმანეთისაგან დისტანციის დაცვას მოუწოდებენ, გასულ კვირას მატჩები გულშემატკივრებთან ერთად ჩატარდა.

აღნიშნულ ფაქტს ყოფილი ფეხბურთელი, ალექსანდერ გლები ეხმაურება და ჩემპიონატის გაგრძელების იდეას იწონებს. თანაც, მსოფლიოს ორ ვარსკვლავს ეპატიჟება.

“ბელარუსის ლიგას ყველა უყურებს. როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში NHL-ის მატჩები გადაიდო, ჰოკეის მოთამაშეები რუსეთში გადავიდნენ. ბელარუსის ლიგას ყველა უყურებს. ალბათ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს კარიერა აქ უნდა გაეგრძელებინათ.

ბელარუსი ევროპაში ერთადერთი ადგილია, სადაც ფეხბურთის თამაში შესაძლებელია. სულ მცირე, ამით ხალხი ბედნიერია. მოსახლეობა მიწაზე მუშაობას აგრძელებს და ვირუსზე არავინ საუბრობს,” – ციტირებს გლების სიტყვებს Mundo Deportivo.

ამ დროისათვის, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 51 შემთხვევაა დაფიქსირებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Magician
    schedule 23 მარ 2020, 18:06
    #2

    ბელარუსის ლიგას ყველა უყურებს? ეს სადმე პარალელურ სამყაროში ცხოვრობს? :დ

  • me da barca
    schedule 23 მარ 2020, 17:45
    #1

    ვაი შენს პატრონს.