workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სავარაუდო გრაფიკი შედგენილია

სავარაუდო გრაფიკი შედგენილია

ლა ლიგის ხელმძღვანელებმა ჩემპიონატის სავარაუდო გრაფიკი განიხილეს, რომლის მიხედვითაც პრიმერა დივიზიონის გუნდებს ყოველ ორ დღეში მოუწევთ თამაში. მხოლოდ ასე შეიძლება ჩემპიონატი მაქსიმალურად სწრაფად დასრულდეს. ამ ინფორმაციას Cadena Cope ავრცელებს.

ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი, ოცივე კლუბის წარმომადგენელს ესაუბრა და ოპტიმისტური მოსაზრება გამოთქვა იმის შესახებ, რომ მისი შეთავაზებული გრაფიკის მიხედვით, ჩემპიონატი 30 ივნისამდე ჩამთავრდება.

ლა ლიგის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი. გასათვალისწინებელია კოპა დელ რეისა და ევრო ტურნირების შეხვედრებიც.

El Pais-თან ინტერვიუში, ტებასმა აღნიშნა, რომ ოთხშაბათს, ორგანიზაციასთან ერთად ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილა.

მისი სურვილია, რომ ჩემპიონატის დარჩენილი ტურები ხუთიდან შვიდ კვირამდე პერიოდში ჩატარდეს.

მან ასევე ისაუბრა უეფას გადაწყვეტილებაზე. ევრო 2020 ერთი წლით გადაიდო, შესაბამისად ჩემპიონატების გრაფიკის შედგენა მნიშვნელოვნად გამარტივდა.
მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილი ტურები შესაძლოა დახურულ კარს მიღმა ჩატარდეს, ტებასი შეხვედრით მაინც კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ პრიორიტეტული ჩემპიონატის დასრულებაა.

“ძირითადი სცენარის მიხედვით, ჩემპიონატი მაისის შუა რიცხვებში ან თვის მიწურულს უნდა დავიწყოთ, ივნისის ბოლოს კი დავასრულებთ.” – განმარტავს პრეზიდენტი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 20 მარ 2020, 15:07
    #3

    ესენი ხომ არ უბერავენ გადაიწვებიან ფეხბურთელები

  • Don_Andresito
    schedule 20 მარ 2020, 14:28
    #2

    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ყოველ სამ დღეში რა უბედურებაა, ფეხზე ვეღარ დადგებიან,
    ისედაც არ იკლავდნენ თავს და ეხლა ვაბშე აღარც ირბენენ, სიარულით ჩაამთავრებენ სეზონს და გასამართლებელი მიზეზიც ექნებათ კორონას სახით..


    ვისაც რესურსი აქვს ან კარგად არის ფიზიკურად მომზადებული ის გაქაჩავს მარა ბარსა არც ერთ სიაშია და არც მეორეში. უტიტულოდ დავამთავრებთ

  • MARI=BARCA-fan
    schedule 20 მარ 2020, 14:23
    #1

    ყოველ სამ დღეში რა უბედურებაა, ფეხზე ვეღარ დადგებიან,
    ისედაც არ იკლავდნენ თავს და ეხლა ვაბშე აღარც ირბენენ, სიარულით ჩაამთავრებენ სეზონს და გასამართლებელი მიზეზიც ექნებათ კორონას სახით..