“ბარსელონას” მარცხენა მცველი მარკ კუკურელია, რომელიც ამჟამად “ხეტაფეში” იჯარით იმყოფება, შესაძლოა, იტალიურ “ნაპოლიში” გადავიდეს. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
მადრიდელი ჟურნალისტების ცნობით, “ნაპოლის” მცველმა, ფაუზი გულამმა, შესაძლოა, გუნდი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს. მის შემცვლელად იტალიელები სწორედ 21 წლის ესპანელს განიხილავენ.
“ნაპოლის” კუკურელიასთვის ბრძოლა “ხეტაფესთან” მოუწევს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანურმა კლუბმა მარკის 6 მილიონ ევროდ გამოსყიდვა გადაწყვიტა.
მარკ კუკურელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 34 მატჩი, 1 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა. Transfermarkt ფეხბურთელს 20 მილიონ ევროდ აფასებს.
ბარათის თავში ჩამახედა,ეს გაუშვეს და ინვალიდი ფირპო მოიყვანეს,თან ფული გადაიხადეს!!!!
ამის გაშვება სისულელე იქბება მჯერა რომ მალე ბარსას შეუცვლელი ფეხბურთელი გახდება
არ უნდა გავუშვათ ეს არა
ნაპოლი გადაიხდის 25 ს და იეეეს ჩვენ ჩვენს წილ 40 %ს ანუ სადღაც 10 მილიონს მივიღებთ. ხეტაფე კიდე არაფერში 15 მილიონს გაირტყავს. საღოლ ბართომეუ კიდე გაჩარხე ეგეთი ტრანსფერები, ეხლა ფატიზე შეიმუშავე გეგმა, გაუშვი იჯარით სევილიაში, 4 მილიონად გამოსყიდვის უფლებით და ესე 30 % დაიტოვე შემდგომი ტრანსფერიდან წილი. ეგენი რო გაყიდიან ძვირად იხეირებ. მაგ ფულით კიდე ბოტები დაიქირავე მერე რო მესის და პიკეს აგინონ
ყველა ამაზე ჩალიჩობს და ჩვენთვის რო დავიტოვოთ არა