მილანის “ინტერი” “ბარსელონას” ნახევარმცველით, არტურო ვიდალით კვლავ დაინტერესებულია.
გასული ზამთრის სატრასფერო ფანჯრის დროს, “ნერაძურის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ჩილელის მის გუნდში გადაბირებას ცდილობდა, თუმცა 32 წლის ფეხბურთელმა მას უარი იმ მოტივით უთხრა, რომ კატალონიურ კლუბში ის უკვე მეტ სათამაშო დროს იღებს.
Sport-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ კონტე კვლავ შეეცდება ვიდალის სერია A-ში დაბრუნებას. როგორც მოგეხსენებათ, ისინი ადრე “იუვენტუსში” თანამშრომლობდნენ.
როგორც წყარო გვამცნობს, არაა გამორიცხული, რომ ის “ინტერის” ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერში ჩაერთოს, რაც კატალონიელებს საშუალებას მისცემს არგენტინელის სატრანსფერო თანხა 20-25 მილიონი ევროთი შეამცირონ.
კაროჩე რაა კაროჩე რაააა მოაშორეთ ეს ლაუტარო მო ა შო რეთ ვერნერი მითუმეტეს ვიდალის ხარჯზე ვერნერი მოიყვანეთ