Sky Sports: "მანჩესტერი" და "ინტერი" რაკიტიჩისთვის იბრძოლებენ

Sky Sports: "მანჩესტერი" და "ინტერი" რაკიტიჩისთვის იბრძოლებენ

ინგლისური Sky Sports-ის მიერ კატალონიურ Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ინტერმა" თვალი "ბარსელონას" ნახევარმცველს, ივან რაკიტიჩს დაადგეს.

წყაროს ცნობით, ხორვატი ფეხბურთელის ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განხორციელდება, თუმცა მოლაპარაკებების ფაქტზე ინფორმაცია ცნობილი ჯერ არაა. გარიგების თანხამ, შესაძლოა, 50 მილიონი ევრო შეადგინოს.

ამის პარარელურად ESPN ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ბარსელონა" 31 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან განშორებას არ აპირებს. კატალონიურ კლუბში კიდევ დიდი ხნით დარჩენის სურვილი ცოტა ხნის წინ თავად რაკიტიჩმაც გამოთქვა.

ივან რაკიტიჩი კატალონიურ გრანდს 2014 წლის ივლისში "სევილიადან" 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მას კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #5 2 აპრილი 2019 13:09
    0
    თუ წავიდა ინტერს ურჩევდი
    ფანი [?]
    #4 1 აპრილი 2019 19:57
    1
    იმედია ეს ბარსაში დაასრულებს კარიერას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 1 აპრილი 2019 17:35
    0
    მანჩესტერს თუ უნდა პოგბაში გავუცვალოთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 აპრილი 2019 14:31
    0
    ვინც უფრო მეტს გადაიხდის იმათ მიყიდეთ ხო ვიცი არა ავალვერდე ისევ ამას შეტენის ძირითადში და ან დე იონგი ან არტური სკამზე მოჯდება ამ მძორის გამო ერთი წუთიც არ უნდა მოაკლდეს არტურს და დე იონგს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 აპრილი 2019 13:53
    0
    Am temas ar exeba mara vinmem mitxarit ra fanklubi sad ikribeba xolme tamashebis dros . 10 shi manchesteris wamebas sad vnaxavt 😁