workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” მზადყოფნაშია – “მილანი” კაპიტნის გაყიდვას გეგმავს

“ბარსელონა” მზადყოფნაშია – “მილანი” კაპიტნის გაყიდვას გეგმავს

Tuttosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური “მილანი” აპირებს ზაფხულში 25 წლის ცენტრალური მცველი ალესიო რომანიოლი გაყიდოს, რომლის დამატების სურვილსაც “ბარსელონა” გამოთქვამს.

ალესიო რომანიოლი “მილანის” ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად ითვლება. წყაროს ცნობით, იტალიურ კლუბს ფული სჭირდება და “როსონერი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ხმაურიანი გარიგებებისთვის ემზადება.

გავრცელებული ინფორმაციით, “მილანიდან” წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გუნდის კაპიტანი რომანიოლია. იტალიელი უკანახაზელის შეძენა არაერთ ევროპული გრანდს სურს, მათ შორის “ბლაუგრანასაც”, რომელიც მომდევნო სეზონისთვის ახალ მცველს ეძებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 13 მარ 2020, 21:24
    #6

    დელიგტი მოიყვანეთ.

  • Adama traore
    schedule 13 მარ 2020, 21:15
    #5

    მცველზე თუ მიდგება საქმე უპამეკანო პირველ რიგში და ტოდიბოს დაბრუნება და ვსო

  • Don_Andresito
    schedule 13 მარ 2020, 20:43
    #4

    კარგი მცველია მარა კიდე ცაცია? მაშინ ლანგლე უნდა წავიდეს ან უმტიტი. პიკეს შემცვლელად კიდე მარჯვენა ფეხით მოთამაშე მცველი გვინდა. ისე დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე რომანიოლი უმტიტისაც სჯობს და ლანგლესაც. პასის კულტურა ისეთი არ აქვს მარა დაცვითი ფუნქციებით კიელინის მერე სერია ა ში საუკეთესოა. უმტიტი ფორმაში ვერაა თან ტრავიანია, რომანიოლი კიდე ძალიან იშვიათად იღებს ტრავმას. ცოტა ნაგლი ტიპია, კონფლიქტური, წაურამოსებს ხანდახან მარა ძლიერია ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც. მოკლედ ახალი სისხლი გვინდა გუნდში და მაგ ორიდან ერთ ერთის წასვლას და ამის მოსვლას მივესალმები. უმტიტი ტრავმიდან ტრავმადე ფორმაში ვერ შედის, ლანგლე კარგი ბიჭია მარა ძირითადის შეუცვლელი წევრი არ უნდა იყოს. თან თუ ესე 50 ად დავითრეთ უპამეკანოს კი მირჩევნია. პიკეს წასვლის მერე დე ლიხტი გამოვწიოთ იქნებ. იუვე არაა მაგისი გუნდი და იმიტომაც ვერ თამაშობს. იმენა ბარსას სტილია. იუვეში დაცვით უნარებს გააძლიერებს და მერე მოვიდეს. იქნებ კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივოს ბებერ ქალბატონთან და იაფად დავახიოთ.. აი კუმანი თუ მოვიდა ზაფხულში შესაძლებელი იქნება ეგ ტრანსფერი. ჩავიმ კიდე ბარსა ბ დან დაიწყოს ყველაფერს ჯობია

  • M10 S9 D11
    schedule 13 მარ 2020, 20:38
    #3

    რომანიოლი არა რომანა შკრინიარი მოიყვანეთ თქვე ჩლუნგებო

  • Sergio5
    schedule 13 მარ 2020, 20:20
    #2

    იყოს, სიახლეები გვჭირდება დაცვის ცენტრში კი არადა მთელ დაცვაში

  • .Gladiator.
    schedule 13 მარ 2020, 20:19
    #1

    ყოველთვის მინდოდა იტალიელი ცენტრალური მცველი ბარსელონაში 😃