“კამპ ნოუ” ისევ დაცარიელდება. ამჯერად მიზეზი კორონავირუსია. “ბარსელონა” მომდევნო მინიმუმ 2 საშინაო შეხვედრას ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩაატარებს.
თუმცა “ბარსელონას” საშინაო არენა პირველად არ იქნება ცარიელი. მსგავსი შემთხვევა 2017 წელსაც დაფიქსირდა. მაშინ კატალონიელებმა “ლას პალმასს” უმასპინძლეს და ლა ლიგის ის შეხვედრა 3:0 მოიგეს. კლუბის თამაშზე ქომაგთა არდასწრების მიზეზი პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.
იმ პერიოდში კატალონიაში რეფერენდუმი ტარდებოდა, ხშირი იყო საპროტესტო აქციები და პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბება და ა.შ. “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ გადაწყეტილება ქომაგთა უსაფრთხოებისა და სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით მიიღო.
“კლუბი ყოველთვის დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას, დემოკრატიასა და ადამიანთა უფლებებს.” – განაცხადა ჟოზეპ მარია ბართომეუმ 2017 წელს Barça TV-ს ეთერში.
შეიძლება დადებითადაც იმოქმდოს, თუ გითამაშია სადმე რამე რაცარუნდა პროფესიონალი იყო როცა დიდი გულშემატკივრობა გაქვს უფრო დიდი პასუხისმგებლობით და შებოჭილად თამაშობ და როცა არა უფრო თავისუფლად . )