ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს ტრამვების გამო, “ბარსელონას” ზამთარში დაუგეგმავი ტრანსფერის განხორციელება მოუხდა – კატალიონიელებმა “ლეგანესისგან” მარტინ ბრეითუეიტი შეიძინეს.
“ბარსას” კიდევ რამდენიმე სამიზნე ჰყავდა. მათ შორის იყო კოლუმბიელი ლუის სუარესი, რომელიც “სარაგოსასთან” ერთად შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს და სეგუნდა დივიზიონის ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზეა.
The Athletic-ის ცნობით, “ბარსელონამ” შეთავაზებით მიმართა “სარაგოსასა” და სუარესის მფლობელ კლუბს, “უოტფორდს”, საიდანაც ის ერთი წლით არის განათხოვრებული, თუმცა კატალონიურმა კლუბმა უარი მიიღო – “უოტფორდში” პერსპექტიული თავდამსხმელის გაყიდვაზე თანხმობა არ განაცხადეს.