workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდუხარ ოლივერი: კიდევ ერთი უნებლიე პენალტი

ანდუხარ ოლივერი: კიდევ ერთი უნებლიე პენალტი

“სოსიედადთან” შეხვედრის 81-ე წუთზე “ბარსელონას” სასარგებლოდ საკამათო პენალტი დაინიშნა. საჯარიმოში მყოფ “სოსიედადის” ფეხბურთელ რობინ ლე ნორმანს ბურთი ხელზე მოხვდა. მატჩის მთავარი მსაჯი ხუან მარტინეს მუნუერა გადაწყვეტილების მიღებამდე ვიდეორეფერის ოთახში მყოფ მსაჯებს გაესაუბრა, შემდეგ თავად შეამოწმა მომენტი მონიტორზე და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ლიონელ მესის მიერ ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი “ბარსელონასთვის” ერთადერთი გოლი აღმოჩნდა. კატალონიელებმა 1:0 იმარჯვეს.

საკამათო პენალტს გამოეხმაურა Marca-ს სპეციალურად მოწვეული მსაჯი ანდუხარ ოლივერი. მისი აზრით, პენალტის დანიშვნა არასამართლიანი გადაწყვეტილება იყო.

“ამის ხილვა მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატში შეგვიძლია. აქ არ იყო ხელის ჩავლება ან სხვა აშკარა ქმედება. პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. ფეხბურთელი ვერ ხედავდა მომენტს და არ იცოდა ბურთის მოძრაობის ტრაექტორია.” – ციტირებს ოლივერის სიტყვებს Marca.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 09 მარ 2020, 14:11
    #8

    ვერ ხედავდა კარგი იყო!!! პიკეს მსოფლიო ჩემპიონატზე, რუსებთან ვაბშე ზურგიდან მოხვდა ხელზე. რა უნდა დაენახა? პენალტი კი რუსებმა კარგად შეირგეს.

  • Lasha71
    schedule 09 მარ 2020, 03:37
    #7

    მესის გოლი რომ არჩაუთვალეს რომელი თამაში იყო? მხარი იყოო რომ დააბრალეს?
    იქ იყო და აქ არა თქვენი ვითომ სამართლიანი დ შ

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 08 მარ 2020, 22:30
    #6

    მსაჯდრიდისტა გველია და მეტს რას იტყვის.

  • BlauGrana_DS
    schedule 08 მარ 2020, 20:21
    #5

    მარკას ეს ვინცხა ანდუყაფარი კი არა, აქ შემოსეული ვითომ ქულეები, სინამდვილეში პიტალო მადრიდისტებიც იგივეს არ ბოდავენ?

  • Flying Johan
    schedule 08 მარ 2020, 18:10
    #4

    მესიმ რო ატლეტიკოსთან შედევრი გაიტანა ზუსტად მაგ ადგილას მოხვდა და არ ჩაუთვალეს გოლი .

  • Bakero
    schedule 08 მარ 2020, 17:44
    #3

    ანდუხარ ოლივერი : " ფეხბურთელი ვერ ხედავდა მომენტს და არ იცოდა ბურთის მოძრაობის ტრაექტორია " 😂 😂 😂 😂 😂 ვინც შენ მსაჯობა დაგაბრალა ოლივერ იმის დედას შ@@@ა ყველა ქვეყნის კულემ მსოფლიოში ! გადაახვიე თავიდან უყურე მცველი (რობინ ლე ნორმანი სად დგას და საით
    იყურება ! ) არ უყურებს მოცემულ მომენტში ბურთი ვის ააქვს იმას ????? ოლივერ შე სიაფანდო

  • M10 S9 D11
    schedule 08 მარ 2020, 16:59
    #2

    გაშლილ ხელზე მოხვდა არ აქვს მაგას მნიშვნელობა ხედავდა თუ ვერ გაშლილ ხელში როცა ხვდება იგროკს ბუდთი პენალტია

  • FloweN
    schedule 08 მარ 2020, 16:43
    #1

    ანუ რონალდუმ რო მაკრატელა დაარტყა მილანთან და ზურგით მდგომ კაცს რო მოხვდა ეგ პენალტი იყო და ეს არა?
    ჩამოყალიბდნენ მაშინ, ბოლო პენალტებიდან გამომდინარე დასადები იყო, 2 თვის წინ ვიტყოდი რო არაა პენალტი თქო