“სოსიედადთან” შეხვედრაში ლიონელ მესის საშუალება მიეცა ჯარიმა თავისი საყვარელი პოზიციიდან დაერტყა. როდესაც მესი დარტყმისთვის ემზადებოდა საჯარიმოში “სოსიედადის” ფეხბურთელების განლაგება თვალშისაცემი იყო. ეს იმანოლ ალგუასილის ახალი გეგმაა, თუ როგორ იხსნას გუნდი მესის ჯარიმისგან.
ნაცვლად ტრადიციული კედლისა, “სოსიედადის” ფეხბურთელები საჯარიმოში პოზიციურად განლაგდნენ. მესის წინ ცოცხალი კედელი მხოლოდ სამი კაცისგან შედგებოდა. ორი მოთამაშე მეკარის გვერდით განლაგდა, დანარჩენი კი უშუალოდ საჯარიმო ზონაში. არგენტინელის დარტყმულის მოგერიება “სოსიედადის” დაცვას არ გასჭირვებია.
მატჩის შემდეგ ამ უცნაურ ტაქტიკაზე თავად ალგუასილმა ისაუბრა.
“ყველაფერი უნდა შევისწავლოთ და ჩვენ ვიცით, რისი გაკეთება შეუძლია მესის. ეს არის ის, რასაც მთელი კვირის განმავლობაში ვამუშავებდით. საბოლოოდ, გეგმამ შედეგი გამოიღო.” – ციტირებს ალგუასილის სიტყვებს Marca.

შენ და ფეხბურთი რა ძან შორს ხართ 🙁
შენ ერთი ადგილი დააყენე თორემ მე დაგაყენებინებ, შენთუ გესმის შენთვის შეინახე
😀 კაცობ ბავშვი ? შენი ონლაინშიკი პირშიაც რო შევასხი
სანგრებსაც გათხრიან მალე😂😂
😂
ერთი არ გაუკუზია რეალი სახლში და მერე ვანახებ დედის გინება როარ მოაკდება სლოკინში ამოვხდი სულს მაგ ახვარ გუნდს არც დაიღალნენ გუშინ ისე გამწარებული დარბოდნენ
რასამბობ ძმაო რეალს მაგასთან სულ უჭირს აგერ კოპაზეც ვნახეთ როგორ გამოაგდო და დარბოდნენ
ეგ შენი "სოსიედადის" ფეხბურთელები ლურსმნებით უნდა მიაჭედო ძელსა და ხარიხას შორის, ან მიასვარკო.
კარის ხაზზე უნდა დამდგარიყვნენ ყველა😀
შენ და ფეხბურთი რა ძან შორს ხართ 🙁
რა ცირკაჩობა იყო ახლა ეს ორი მცელის დაყენება კარებში
😢 😢 😢 😢 😢 😢